His Ex Wife

By MetreveliB

83.4K 6.4K 209

რა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლ... More

პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
ეპილოგი

თავი 43

950 99 4
By MetreveliB

Madison's POV

თითქმის ერთი საათი,რაც ის წავიდა და ცრემლებს ჯერ კიდევ  ვერ ვაკონტროლებ.რატომ უნდა ვიყო ასეთი სუსტი? მისი შეცდომა იყო და არა ჩემი.ამ თემაზე რაც უფრო მეტს და მეტს ვფიქრობ ჩემი სიბრაზე კიდევ უფრო იზრდება.

დღეს რაღაც გადავწყვიტე.თუ არ მეტყვის ჩემს გარშემო რა ხდება,ჩვენ გარშემო,ასევე მასა და სელინს შორის, მაშინ მასთან ერთად ყოფნას აღარ ვაპირებ. მის გარეშე ყოფნაზე ფიქრი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ არ შემიძლია მივიღი ის,რომ ჩემს ზურგს უკან მოქმედებს.ეს იმაზე უარესია, ვიდრე მის გარეშე ყოფნა.

ამის გაკეთება აღარ შემიძლია. ვიცი ჩემს  შიგნით ბავშვი იზრდება,რომელიც  მისია,მაგრამ ეს ჩემთვის ახალი არაა.ამ სიტუაციაში ერთხელ უკვე ვიყავი, როდესაც ბავშვები ჩემით გავზარდე, მამის გარეშე.მის გარეშე.

ნაილ ჰორან დროა სიმართლე მითხრა.

-დედიკო!-გავიგე როგორ მიძახდა ევანი და ავდექი.

-შემოდი ძვირფასო.-დავუძახე, ის კი ოთახში შემოვიდა.დიდზე გამიღიმა, საწოლზე ამოხტა და მჭიდროდ ჩამეხუტა.

-დედა მოვიწყინეთ,შეიძლება გარეთ გავიდეთ?-ლეკვის თვალებით შემომხედა,რის გამოც ჩავიცინე.

-სად გინდა წასვლა?-ვკითხე და თმა შუბლიდან გადავუწიე.

-უმმ...შეგვიძლია წავიდეთ...ბებიას სახლში?- ტუჩი 'გადმოაგდო', მე კი ხმამაღლა გავიცინე. თავი დავუქნიე, რაზეც აღფრთოვანებულმა დაიყვირა.

-მადლობა!მადლობა!-ხელები შემომხვია და მჭიდროდ ჩამეხუტა, რაზეც კიდევ ერთხელ გავიცინე.

ნახევარი საათის შემდეგ უკვე ჩემი მშობლების სახლში მივდიოდი.მანქანის სარკიდან ბავშვები კიდევ ერთხელ შევამოწმე, შემდეგ კი მანქანის მართვა განვაგრძე.

***

-გამარჯობა დედა.-მივესალმე როდესაც კარი გააღო.გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.

-პატარავ.-დაიყვირა.ხელები შემომხვია და ჩამეხუტა. ჯანდაბა! ძალიან მომენატრა.
-ძალიან მომენატრე.-მომშორდა.

-მეც მომენატრე დედა.-დიდზე გავუღიმე.

-გამარჯობა ბებია!-ბავშვებმა დაიყვირეს, დედამაც იგივე გააკეთა სანამ მათ ჩაეხუტებოდა.

-შემოდით.-თქვა.ყველანი ერთად შევედით.
-მამაშენი გარეთ გავიდა,რომ სკოლის მეგობრებს შეხვდეს,ასე რომ ახლა მხოლოდ მე ვარ.-თქვა და დივანზე დავსხედით.

-ნაილი სადაა?-მკითხა, მე კი გული კინაღამ გამიჩერდა.დედა!

-წ-წასულია. შეხვედრაზე.-მოვატყუე. არ მინდა ამის გამო სტრესში იყოს.

-ბებია ნამცხვარი მინდა!-ევანი სამზარეულოში გაიქცა, დედას უკან.

-ოჰ ძვირფასო ფქვილი არაა.-დედამ ამოიოხრა.

-არაუშავს დედა, შემიძლია მე მოვიტანო.-ვთქვი.მადლობა გადამიხადა სანამ წავიდოდი.

***

მანქანა პარკინგზე გავაჩერე,მანქანიდან გადავედი და მაღაზიაში შევედი. კალათა ავიღე და ნივთები ავიღე, რომელიც მე მჭირდებოდა,შემდეგ კი ფქვილი,რაც დედას უნდოდა.

როცა გადასახდელად დახლთან მივედი,ვიგრძენი თითქოს ვიღაც მიყურებდა.გარშემო მიმოვიხედე, რომ ვინმე მეპოვა,თუმცა არავინ იყო.ამოვიოხრე და შევტრიალდი.

-$19.56 მე'ემ.-თქვა ქალმა.თავი დავუქნიე და გადავუხადე, ჩანთები მოვაგროვე და სიარული დავიწყე, როცა მოულოდნელად ვიღაცას დავეჯახე.

-ღმერთო ჩემო ძალიან ვწუხვარ.-კაცს შევხედე და თვალები გამიფართოვდა, როცა ნაცნობი სახე ვიცანი.
-მისტერ  მეთიუს?-ღრმად ჩავისუნთქე. ოდნავ გამიღიმა და თავი დამიქნია.

-გამარჯობა მედისონ.-მისი მომხიბლავი ღიმილით გამიღიმა.
-სასიამოვნოა შენი ნახვა.

-მისტერ მეთიუს თქვენი ნახვაც სასიამოვნოა.-გავუღიმე.
-აქ რას აკეთებთ?-ვკითხე და ჩემს ქვეყანაზე მივუთითე, რადგან ის აქ არ ცხოვრობს.

-უბრალოდ ვიზიტი.დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს გნახე.აქ როგორ მოხვდი?-მკითხა.

-უმ...რაღაც  გარემოებების გამო გადმოვედი.-ვთქვი. იმედი მაქვს ამ საკითხს კიდევ უფრო არ ჩაუღრმავდება.

-ოჰ შენი განქორწინების გამო? გავიგე,რომ შენ და მისტერ ჰორანი განქორწინდით.-თქვა.უხერხულობისგან სხვაგან გავიხედე,როდესაც ისევ მას შევხედე ღიმილი დამალა. რატომ იღიმის?

-უმ...მე...უჰ.-ენა დამება.

-არაუშავს მესმის.-ისევ გამიღიმა. თავი დავუქნიე.
-უნდა წავიდე, ყველა მელოდება.- უცნაურად გაიღიმა.
-ნახვამდის მისი ჰორან.-მითხრა და მანამ წავიდა სანამ ვუპასუხებდი. მის ზურგს ვუყურებდი,როდესაც მაღაზიიდან გადიოდა.

რატომ მოვიდა აქ?

ნუთუ განზრახული ჰქონდა,რომ დამჯახებოდა? არა არა.

რა ჯანდაბის გამო უნდა გაეკეთებინა ეს?ძალიან სულელი აზრია.

ამოვიოხრე და ჩანთებით ხელში ჩემი მანქანისკენ სიარული დავიწყე, როცა მივედი საბარგულის კარი გავაღე და ჩანთები შიგნით ჩავდე. მოულოდნელად ჩემს უკან ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი, შევბრუნდი და იღაც უცნობი მამაკაცი დავინახე.

-უკაცრავად იცის ეს მისამართი სადაა?- მკითხა კაცმა, მე კი კიდევ ერთხელ ამოვიოხრე. ფურცელი გამომიწოდა,
ხოლო მე  გამოართვი,როცა მისამართი წავიკითხე, ვიგრძენი კაცი დაჟინებით როგორ მომჩერებოდა.

-არ გაინძრე. არ იყვირო.-კიდევ ერთი ხმა გავიგე,როდესაც შებრუნება ვცადე, ვიღაცამ სახეზე ნაჭერი ამაფარა. მივხვდი რაც ხდებოდა,მიტაცებენ. ეს იყო უკანასკნელი რაც გონებაში გავიფიქრე, სანამ ყველაფერი არ გაშავდა.

Niall's POV

-სელინ უნდა წავიდე.-ამოვიღრინე როდესაც ხელი დამიჭირა. მისი მოშორება ვცადე, მაგრამ უფრო მომეკრა.თვალები გადავატრიალე.

-არ გჭირდება იმ ქალთან დაბრუნდე, ვინც გღალატობს.მას არ უყვარხარ. მე მიყვარხარ ნაილ.-ზიზღისგან გამაკანკალა.

მასთან როგორ ვიწექი?ჰო ვფიქრობდი,რომ კარგი მეგობარი იყო და კაცებს იმ სიამოვნებას ანიჭებს, რაც მათ სჭირდებათ,მაგრამ იმ გრძნობას ვერასოდეს მომცემსს რასაც მედისონი. თუმცა ახლა მისი ნამდვიმი 'მე' ვიცი  და ვნანობ ყველაფერს რაც მასთან გავაკეთე.

-არ მიყვარხარ და არც არასოდეს შეგიყვარებ,ჩემი მეგობარი ხარ, სულ ესაა მეტის მოცემა არ შემიძლია.- მოვშორდი სანამ ისევ შეძლება ჩემს დაჭერას.როგროც იქნა !

-კარგი რა ნაილ, იცი რომ გიყვარვარ.- ჩემსკენ საკოცნელად წამოვიდა,როცა ხელები წელზე გველივით შემომხვია.

-არ მიყვარხარ!-დავუყვირე და მოვშორდი.როდესაც შევხედე,
გაკვირვებული და გაბრაზებული ჩანდა.

-არ მიყვარხარ!და არასოდეს შეგიყვარებ! მედისონი მიყვარს და მხოლოდ ის მეყვარება!-დავუყვირე და კედელზე ავაკარი.

-ყურადღებით მომისმიმე,არ ეცადო და ჩვენ შორის ჩადგე. არაფრის გაკეთება შეგიძლია,რადგან მე ის მიყვარს და მას მე ვუყვარვარ. გაიგე?!-დავუყვირე. შეშინებულმა თავი დამიქნია. მოვშორდი, ოთხიდან გავედი და სიფტისკენ წავედი. მედისონი უნდა ვნახო. ტვინი არეული მაქვს და ის ერთადერთია ვისაც ჩემი დამშვიდება შეუძლია.

როდესაც ლიფტში შევედი,მასთან დარეკვა ვცადე,თუმცა ხმოვანი შეტყობინება ჩაირთო. ვფიქრობ ჩემზე გაბრაზებული,მაგრამ ახლა ეს არ მადარდებს.უკან დაბრუნებას,
მისთვის ყველაფრის თქმას და რაღაცეების გამოსწორებას ვაპირებ, სანამ სიტვაცია კიდევ უფრო საშიენლი გახდება.სიმართლე უნდა ვუთხრა.
დროა.სიმართლის თქმის დროა.

მოვდივარ მედისონ.

პოლმა კარი გამიღო,მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი.პოლმა მანქანა დაძრა და პარკინგიდან გავიდა.

-საით სერ?-მკითხა.

-სახლში.-ვთქვი.თავი დამიქნია. სახლი. ჩემი სახლი მედიონია, ის ჩემი ყველაფერია. ისაა ყველაფერი რაც მინდა.  მოულოდნელად ტელეფონმა ჩემმა ტელეფინმა დარეკა,ეკრანს დავხედე დაბლოკილი ნომერი იყო. შევყოვნდი სანამ ვუპასუხებდი.

-მედისონი ჩემია.-ეს იყო რაც გავიგე სანამ გათიშავდა.

რა ჯანდაბაა! რა ჯანდაბაა?

უცხო ნომერზე დავრეკე თუმცა ხმოვანი შეტყობინება ჩაირთო. მედისონს დავურეკე,თუმცა ისევ ხმოვანი შეტყობინება ჩაირთო. გადავწყვიტე ლიამისთვის დამერეკა.

-ნაილ.-მიპასუხა.

-მედისონი შენთან ერთადაა?-ვკითხე. გთხოვ თქვი კი.

-არა რა ხდება?ახლა რაღა ჩაიდინე?მკითხა.

-ამის დრო არაა, გადმოგირეკავ.-გავთიშე სანამ მედისონის დედას დავურეკავდი.როდესაც ტელეფონს უპასუხა, პირველი რაც გავიგე ბავშვების ხმა იყო. შვებით ამოვისუნთქე.მედისონი იქაა. ის უსაფრთხოდაა.

-ნაილ?-მედისონის დედის ხმა გავიგე.

-მედისონი მანდაა?-ვკითხე რომ დავრწმუნებულიყავი.

-არა პროდუქტების მოსატანად წავიდა.-თქვა. სუნთქვა შემეკრა.
-ყველაფერი კარგადაა?-ისევ მკითხა.

-ჰო ჰო..-მოვიტყუე.
-ისევ დაგირეკავ .-ვთქვი და გავთიშე.კიდევ ერთი შეტყობინება მქონდა უცხო ნომრისგან და როდესაც წავიკითხე,ჩემი სამყარო თავზე ჩამომექცა.

მისტერ ჰორან,

გაცნობეთ რომ თქვენი ძვირფასი მეუღლე ჩემთან ერთადაა და სამუდამოდ იქნება. ის ახლა ჩემია და ამას ვერ შეცვლი. არ ეცადო ჩემს ან სხვის მოძებნას.

Continue Reading

You'll Also Like

4.7K 86 21
Just like any normal high school life, cliches happen. You would fall in love with the school's jock. Get into a mess you never thought you'll start...
34.9K 1.9K 48
ბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარე...
696K 42.5K 106
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...
2.4K 174 28
მეგობრებო იმ აქაუნთზე ვეღარ გადავედი😭 აქ დავდებ ხელახლა და გავაგრძელებ, ასე რომ იმედია ნახავთ😭❤️