თავი 26

1.5K 128 4
                                    

Madison's POV

დილით ოთახში მზემ შემოანათა,ამოვიოხრე სანამ თვალებს ზანტად გავახელდი.სინათლემ დამაბრმავა ამიტომ სხვა მხარეს გავიხედე.

რომელი საათია?

სავარძელისკენ გავიხედე,რომელიც ახლა უკვე ცარიელი იყო,თუმცა რამოდენიმე წამში კარი იღება და ნაილიც შემოდის. თმა არეულო ჰქონდა,თვალები კი ნათლად ჰქონდა ჩაშავებული. ტკივილისგან თმებს ებღაუჭება,მე კი ვცდილობ ღიმილი გავაკონტროლო. თავი აწია,მისი თვალები ჩემსას შეხვდა და ხელები ჩამოიღო.

-დილა მშვიდობისა.-მომესალმა.

-დილა მშვიდობისა.-ისევ ღიმილით ვუპასუხე. ნაილი დალევის შემდეგ ყოველთვის ასეა,რაც საყვარლობაა,თუმცა ამას არავისთან არასოდეს ვაღიარებ.

-კარგად გეძინა?-საუბრის წამოწყება სცადა.თავი დავუქნიე, თუმცა კარგად არ მძინებია.

მთელი ღამე ვბორგავდი და ვერ ვიძინებდი სწორედ ნაილის სიტყვების გამო.რაც მან თქვა გონებაში გამუდმებით მიტრიალებდა და არ შემეძლო თავიდან მათი 'გაგდება'. ვფიქრობდი და ვფიქრობდი,საბოლოოდ კი ჩამეძინა.

-მედისონ?-ფიქრებიდან გამომარკვია ნაილმა.

-კარგად ხარ?რამე გჭირდება?- მკითა შეწუხებული ხმით.

-კარგად ვარ.-მოკლედ ვუპასუხე.

-დარწმუნებული ხარ?-ისევ მკითხა. თვალებში და სახეზე მწუხარება აშკარად ეტყობოდა,სანამ პასუხს გავცემდი კარი გაიღო და ოთახში ექიმი დრექსი შემოვიდა.

-გამარჯობა მისის ტომლინსონ.-თბილად გამიღიმა.

-გამარჯობა მისტერ დრექს.-ვუპასუხე და მეც გავუღიმე.

-სწრაფად შეგამოწმებ.-თქვა და პულსის,სისხლის და წნევის შემოწმება დაიწყო.ნაილისკენ შევბრუნდი,მისტერ დრექს გაბრაზებული უყურებდა. ჩავიხითხითე,ის კი ჩემსკენ შემობრუნდა და დაძაბული მხრები მოეშვა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now