თავი 32

1.3K 102 7
                                    

Madison's POV

-ნაილ?-ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და ღრმა ძილიდან გამაღვიძა.ნაილის შიშველი სხეული ზემოდან მეწვა, წუხანდელი მომხდარის გახსენებაზე ლოყები გამიწითლდა.

-ნაილ?-ისევ გავიგე როგორ დააკაკუნეს კარებზე,ამიტომ ნაილის სხეულიდან გავთავისუფლდი და ხალათი ჩავიცვი,ხოლო ნაილს ზეწარი გადავაფარე. ჩემს ბალიშს ჩაეხუტა და ძილი გააგრძელა. კარისკენ წავედი და გავაღე სადაც მაურა დამხვდა.

-დილა მშვიდობისა ძვირფასო.-მომესალმა როცა ოთახიდან გავედი.

-მაპატიე რომ შეგაწუხე.ნაილი შიგნითაა?

-არაუშავს უკვე მეღვიძა.-გავუღიმე.

-ნაილი შიგნითაა და სძინავს. ვფიქრობ მოგზაურობით დაიღალა.-ჩავიცინე,რაზეც მანაც გამიღიმა.

-ნუ...მას უნდა დაველაპარაკო.-ამოიოხრა, რის გამოც წარბები შევკარი.

-ყველაფერი კარგადაა?-ვკითხე ცნობისმოყვარედ.

-კი კი, უბრალოდ მე და ბობი ვფიქრობთ,რომ სახლში დაბრუნების დროა.

-ოჰ.-არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რეალაურად მათ დიდი ხნის შემდეგ შევხვდი და ისინი ძალიან მომენატრნენ.ვისურვებდი, რომ კიდევ რამოდენიმე დღე დარჩენილიყვნენ,თუმცა მესმის,
რომ მათ საკუთარი საქეები აქვთ.

-პატარავ?-ნაილმა კარები გააღო,მისკენ შევბრუნდი და შევნიშნე რომ მაისური და შარვალი უკვე ჩაეცვა.

-დილა მშვიდობისა დედა.-როცა საბოლოოდ ნაილმა  მაურა შენიშმა მასაც მიესალმა.

-ყველაფერი კარგადაა?-იკითხა და მე და მაურას შემოგვხედა.ორივემ თავი დავუქნიეთ.

-შენთან სალაპარაკოდ მოვედი.-უპასუხა მაურამ.ნაილმა თავი დაუქნია და ანიშნა საუბარი გაეგრძელებინა.

-მამაშენი და მე ირლანდიაში ვბრუნდებით.

-კარგი.როდის?-ჰკითხა.

-რამდენადაც შესაძლებელია მალე,შეიძლება ხვალაც.-ამოიოხრა.ნაილმა თავი კი დაუქნია.

His Ex WifeWhere stories live. Discover now