თავი 25

1.4K 117 9
                                    

Madison's POV

-ვიკითხე აქ რა ჯანდაბას აკეთებს-თქო!-ნაილმა მთელი ხმით დაიყვირა, რაზეც შევხტი.

-ჩემს სანახავდ მოვიდა.-ვუპასუხე გაბედული ხმით.

-შენს სანახავად მოვიდა?რატომ?-მკითხა ზედმეტად სარკასტულად.

-იმიტომ რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით მას მედისონი ნამდვილად ადარდებს.- უეცრად ლიამმა შეგვაწყვეტინა,ნაილმა კი მის პასუხზეთვალები გადაატრიალა.
-მინდა წავიდეს და თანაც ახლავე.-თქვა და მომლოდინე სახით მომაშტერდა.ლიამისკენ შევბრუნდი,რომელიც ნაილს გაბრაზებული უყურებდა,შემდეგ ჰარისკენ შევბრუნდი, რომელიც მე მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდ,რასაც მხოლოდ მონიტორის ხმა არღვევდა.

მძიმედ ამოვიოხრე.

-ის არ დაგვტოვებს ნაილ.-მას შევხედე, რაღაც უნდა ეთქვა თუმცა სწრაფადვე გავაჩერე.

-ჰარი ჩემი მეგობარია, შენ კი არანაირი უფლება არ გაქვს საკუთარი მეგობრების ნახვა ამიკრძალო.- ვთქვი უჩვეულოდ მშვიდი ხმით.

-ოჰ შემიძლია და გავაკეთებ კიდეც.-თქვა გაბედულად, ჩემი მიმართულებით წამოვიდა და ჰარის ხელი საყელოში მოკიდა. ერთმანეთს მომაკვდინებელი მზერით უყურებდნენ, საბედნიეროდ ლიამმა ერთმანეთს მოაშორა,მაგრამ ნაილი ისევ გაბრაზებული ჩანდა.

-რა პრობლემა გაქვს?აქ უბრალოდ მედისონის მოსანახულებლად მოვედი,შენ კი იდიოტივით იქცევი.- ჰარიმ მოთმინება დაკარგულმა დაიღრინა და თვალები გადაატრიალა.

-იდიოტს ნუ მეძახი შე-.ნაილმა რაღაცის თქმა დაოწყო,თუმცა გავაჩუმე.

-შეწყვიტე!-დავიყვირე მთელი ძალით რაც შემეძლო.ნაილის სიბრაზე შეშფოთებამ შეცვალა, ჰარიმ კი მძიმედ ამოიოხრა.

-აქ ამ საწოლში სიკვდილს ვებრძოდი,თქვენ ორნი კი მანიაკებივით ჩხუბობთ.

-მაპატიე მედისონ.-ჰარიმ ბოდიში მომიხადა.

-აქ არ უნდა მოვსულიყავი,მაგრამ უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი,რომ კარგად იყავი.

His Ex WifeWhere stories live. Discover now