თავი 6

2.1K 150 8
                                    

-მოგენატრე?-მკითხა და ახლოს მოვიდა,რის გამოც მომიწია უკან გავწეულიყავი.

-აქ რას აკეთებ?-ვკითხე უხეშად და მკაცრი ტონით. პირდაპირ თვალებში ჩამხედა,მის თვალებში უამრავი ემოცია ჩანდა, მე კი ძალიან დავიბენი.თითქოს სევდიანი იყო.ისე გამოიყურებოდა თითქოს რაღაცაზე გული ტკიოდა,დაუცველი ჩანდა.

-მედისონ მე...-დაიწყო მაგრამ დაბალმა ხმამ შეაწყვეტინა.

-დედიკო?-ემა მისაღებში შემოვიდა,სადაც მე და ნაილი ვიდექით.თვალები გამიფართოვდა, როცა შევნიშნე,რომ ნაილი და ემა ერთმანეთს უყურებდნენ.

-გამარჯობა ჩემი სახელია ემა. სასიამოვნოა შენთან შეხვედრა.-მორცხვად გაიღიმა,შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და ფეხზე შემომეხვია.

-სწორედ ვთქვი დედიკო?-მკითხა საყვარელი ტონით,

-კი პატარავ.-ვთქვი და ხელში ავიყვანე.

-მან რა დედა დაგიძახა?-ნაილის თვალები გაფართოებული და სევდიანი ჰქონდა.

-კი დამიძახა,პრობლებაა?- ხმამაღლა ვკითხე.

-ეს როგორ გამიკეთე მედისონ?არ ნანობ მაინც?-მკითხა თვითონაც ხმამაღლა.

-პატარავ შეგიძლია შენ და შენი ძმა თქვენს ოთახში წახვიდეთ? რამდენიმე წუთში მოვალ.-ვუთხარი ემას.არ მინდა ჩემმა შვილებმა ვიღაცასთან მოჩხუბარი მნახონ. თავი დამიქნია,მე კი ძირს დავსვი, ფეხზე დადგა და ოთახიდან გავიდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ, სამზარეულოდან ორივე გამოვიდა და ზევით თავიანთ ოთახში ავიდნენ. როცა დავრწმუნდი,რომ შიგნით შევიდნენ,ნაილისკენ შევბრუნდი.წარბები შეკრული ჰქონდა და გაბრაზებული ჩანდა.

-რა გინდა,ნაილ?-ვკითხე მობეზრებული ტონით.

-პირველი ჩემს კითხვას უპასუხე.ეს ყველაფერი რატომ გააკეთე?მე საკმარისი არ ვიყავი?არ გაბედნიერებდი?-ისევ ხმამაღლა მკითხა.

-ხმას დაუწიე!-ამჯერად ხმას მეც ავუწიე.

-ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ მოხდა და ამის ჯერ კიდევ გჯერა.არაფერი გამიკეთები და ამის დამტკიცება შენთვის არ მჭიდება და არც ვაპირებ.-გაცეცხლებული შვხედე, რის გამოც ამოიოხრა.

His Ex WifeKde žijí příběhy. Začni objevovat