თავი 13

1.8K 141 2
                                    

     თავი ფანჯარას მივადე,ჩემი გონება ფიქრებით სავსე იყო.ნაილი მანქანას ატარებდა.დღეს არის დღე,როდესაც უნდა  განვაცხადოთ,რომ კიდევ ერთხელ ვქორწინდებით. ძალიან აღელვებული ვარ.

სარკაზმის გარეშე.

-კარგად ხარ?-მკითხა და ხელი ბარძაყზე დამადო,რაზე გამაკანკალა.მისი ხელი სწრაფად მოვიშორე და ფეხები ერთმანეთზე  გადავაჯვარედინე.მისი ამოოხრება გავიგე,დანარჩენი მგზავრობა კი სიჩუმეში გავატარდთ. ედ შერანის მუსიკა რადიოში ისმოდა,მომენტებში კი ნაილიც ყვებოდა. გამახსენდა, ერთხელ ნაილმა ჩემთვის სიმღერა დაწერა,რაც ვალენტინობის საჩუქარი იყო და რაზეც ვიტირე.

Flashback

ჩემი სახლიდან სწრაფად გამოვედი და ნაილის სახლისკენ წავედი.დღეს ვალენტინობაა და ძალიან აღფრთოვანებული ვარ,საჩუქრით რომელიც მისთვის მაქვს.საბოლოოდ ოცდაათ წუთიანი მგზავრობის შემდეგ მის სახლთან გავაჩერე.დაცვამ ჩემთვის კარები გახსნა და შევედი.მანქანა ნაილის 'Range Rover'- ის გვერდით გავაჩერე და სახლში საჩუქრით ხელში შევედი,საჩუქარი მაგიდაზე დავდე, მისი ოთახისკენ წავედი და შიგნით დაუკაკუნებლად შევედი.დავინახე რაღაც,რამაც ჩემი გულის გაჩერება გამოიწვია.ნაილი სარკის წინ მხოლოდ პირსახოც შემოხვეული იდგა.ძალიან ლამაზია.მისი მკლავები და ზურგი...

-მოგწონს რასაც ხედავ?-თქვა. სახით ისევ სარკისკენ იყო შეტრიალენული, ჩავიხითხითე და მასთან მივედი, შემდეგ კი ხელები უკნიდან შემოვხვიე და ლოყა ზურგზე დავადე.ოდნავ ჩაიცინა,შემოატრიალა,ხელები წელზე მომხვია და მასთან ახლოს მიმიზიდა.

-ვალენტინობას გილოცავ,პატარავ.-დაიჩურჩულა,რომ მხოლოდ მე გამეგო.

-ვალენტინობას გილოცავ.-გავიღიმე.ახლოს მოიწია და ნელა მაკოცა.მისი ტუჩები ნაზია,მაგრამ კოცნა ძალინ ვნებიანი,არ მინდა, რომ ეს ოდესმე დასრულდეს. მინდა  სამუდამოდ გაგრძელდეს. გავიწიე სანამ ეს ყველაფერი ძალიან შორს წავიდოდა, მოულოდნელი კონტაქტის გაწყვეტაზე ამოიღმუვლა, მის ამ ბავშვურ საქციელზე კი  გამეცინა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now