თავი 16

1.7K 132 5
                                    

ვიგრძენი ნაილმა ხელში როგორ ამიყვანა და მეც ნება მივეცი ეს გაეკეთებინა. ემოციურად,ფიზიკურად თავს სუსტად ვგრძნობდი და სრულიად დაცლილი ვიყავი ჩემი მეგობრის გარეშე.ამოვიოხრე და თავი ნაილს მკერდზე დავადე,როცა ჩემი ოთახისკენ წამიყვანა. დაიწია და თმაზე ნაზად კოცნა დააპირა,თუმცა მის ამ ქცევაზე თავი სხვა მხარეს სწრაფად გავწიე.სახეზე ტკივილი აღებეჭდა,მაგრამ ეს სწრაფადვე დამალა.თვალები დავხუჭე.

-მამიკო?დედიკოს რა დაემართა.-გავიგე როგორ ჰკითხა ევანმა ნაილს შეწუხებული ხმით.

-არაფერი.დედაშენი კარგადაა.-უთხრა უცბათ და ზევით წამიყვანა.ნაზი ქსოვილი ვიგრძენი და ამის გამო შვებით ამოვიოხე.

-კარგად ხარ?

-ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.-ჩემთვის ვთქვი,ნუ გულწრფელად,რომ ვთქვა ცოტა მისთვისაც.

-არა პატარავ...-რაღაცის თქმა დაიწყო,მაგრამ წინადადება შევაწყვეტინე.

-ეგ არ დამიძახო.-ხმამაღლა წამოვიყვირე, თუმცა უკვე ამის ძალაც აღარ მქონდა.ამოიოხრა და თავი გააქნია.

-სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.-თქვა ნელა.არაფერი მითქვამს.ხელი ხელზე დამადო,თუმცა მაშინვე მოვიშორე.

-გული ძალიან გატკინე მედისონ. ვიცი,მაგრამ ვნანობ. ყველაფერს ვნანობ.მიყვარხარ და მინდა თავიდან დავიწყოთ და რაც გავაკეთე მინდა,რომ გამოვასწორო.ჩემი შვილების ის ოთხი წელი გამოვასწორო, რომელოც გამოვტოვე. გთხოვ ამის უფლება მომეცი.ძალიან მიყვარხარ.

-მარტო დამტოვე ნაილ.-ვთქვი ჩუმი,მტკიცე ხმით.

-მედისონ-.დაიწყო მაგრამ გავაჩერე,კიდევ ერთხელ.

-გთხოვ.-შევეხვეწე.დანებების ან შეიძლება გაღიზიანების გამო ამოიოხრა.ადგა და თმაზე მაკოცა,შემდეგ კი ოთახიდან ხმის ამოუღებლად გავიდა.

პატარა მაგიდიდან ტელეფონი ავიღე და ლიამთამ დარეკვა ვცადე,ზარი გადიოდა თუმცა ის არ იღებდა.რამდენიმეჯერ ვცადე და ხმოვანი შეტყობინებაც გავუგზავნე, თუმცა არ აიღო რაზეც დანებების ნიშნად ამოვიოხრე.

His Ex WifeWhere stories live. Discover now