თავი 29

1.3K 112 4
                                    

-პარიზი?-ვცადე სიხარულისაგან არ მეყვირა. ღმერთო ჩემო! ახლა ნამდვილად პარიზში ვართ. აქ ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ პარიზი ყოველთვის ამაღელვებელია.არ მჯერა.

-დიახ პარიზი.იცი ეს ბავშვების დაბადების დღის საჩუქარია.-გამიღიმა, მეც გავუღიმე.

-ძალიან საყვარლობაა ნაილ, ძალიან მოეწონებათ.-ვთქვი გახარებული ხმით.

-მხოლოდ მათ?შენ რა პარიზით შეპყრობილი არ ხარ?-გამაჯავრა და მხიარულად გამიღიმა. ორივემ ხმამაღლა გავიცინეთ,თუმცა ბავშვებმა შეგვაწყვეტინეს.

-წავიდეთ წავიდეთ.-თქვეს აღფრთოვანებულებმა.

უკვე შუაღამეა და ყოველი ჩვენგანი მგზავრობით ძალიან დავიღალეთ და ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროში წავსულიყავით. მძღოლმა მანქანა სასტუმრო 'Le Bristl'-ის წინ გააჩერა.

მახსოვს ეს სასტუმრო,როდესაც პირველად პარიზში ნაილთან ერთად ჩამოვედი აქ დავრჩით. მოგონებებზე გამეღიმა.

ემას და ევანს მანქანაში დაეძინათ,ასე რომ მე და ნაილმა ისინი ჩვენს ოთახში წავიყვანეთ. დარწმუნებული არ ვარ ერთ ოთახში ვრჩებით თუ არა,მაგრამ ახლა,როცა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამაზე არ ვფიქრობ.

-ჰორანის სახელზე ნომერია დაჯავშნული.-უთხრა ნაილმა მაგიდის უკან მჯდომ ქალს. ქალმა თავი ასწია და პირი დააღო,როცა ნაილს შეხედა. ისე უყურებდა თითქოს მისი ჭამა სურდა. ლოყები გაუწითლდა,თავი დახარა და გაიღიმა.

-უმ...დიახ გთხოვთ ერთი წუთი მოიცადეთ.-თქვა და გაწითლება 'გააგრძელა'.ჯანდაბა სერიოზულად? ნაილის გვერდით ვდგავარ,მას კი ხელში ჩვენი ქალიშვილი უჭირავს ხელში. მაგრამ თქვენ ორინი ერთად არ ხარ, შემახსრნა ჩემმა ქვეცნობიერმა. ვუთხარი,რომ მოეკეტა.

-უმ...დიახ მისტერ ჰორან.-ისევ გაწითლდა.წინ გადმოიხარა და ეცადა მისი მკერდი გამოეჩინა.სახე დამემანჭა და თვალები გადავატრიალე.

His Ex WifeWhere stories live. Discover now