თავი 12

1.8K 144 3
                                    

Madison's POV

ცრემლები წამომივიდა,როგორც კი ლაპარაკი დაასრულა.არ მესმის ეს ადამიანი,როგორ მიყვარდა.მთელი ჩემი არსებით ვენდობოდი,მან კი მე და ჩემი შვილები იმიტომ მიგვატოვა,რომ რაღაც სულელური ყალბი სურათები ნახა.

-ვიცი რაც გავაკეთე არასწორი იყო მედისონ!ძალიან ვნანობ,მაგრამ გამოსწორებას ვცდილობ,გთხოვ შანსი მომეცი.-ამბობს და ხელს ნელა სწევს,ხელის გულებს ჩემს ლოყაზე ათავსებს და თითებით მეფერება.იგივე ადგილზე ედო ხუთი წლის წინაც,მაგრამ განსხვავებული გზით.მისი შეხებისგან 'შევბრუნდი'.

ხუთი წლის წინ მის შეხებაზე ჟრუანტელი მივლიდა,მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა,მისი შეხება ჩემთვის ამაზრზენია. მოულოდნელად ავდექი და შეშინეული შევხედე. შემომხედა,ხელი ჩაწია და ადგა.

-ვიცი დიდი დრო გავიდა! მაგრამ გთხოვ.-ისევ დაიწყო,მაგრამ გავაჩერე.

-არა არა!არასოდეს გაპატიებ ნაილ.არ შემიძლია.ეს არის მიზეზი რის გამოც დამტოვე?ეს არის მიზეზი,რის გამოც შენი შვილების ცხოვრების ოთხი წელი გამოტოვე? ეს არის მიზეზი,რის გამოც მიღალატე!.-დავუყვირე.

- ამ წლების განმავლობაში არეული ვიყავი.ვცდილობდი გამეგო რა გავაკეთე,რომ ჩვენი ურთიერთობა ასე განადგურდა.ვეცადე შენს მდგომარეობაში ჩავმდგარიყავი. ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებდი.ვფიქრობდი ერთადერთი სულელი მე ვიყავი,რადგან ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ შენნაირზე არ უნდა ეოცნება.ეს ზედმეტად კარგი იყო სიმართლისთვის.გენდობოდი ნაილ და შენ?შენ დამტოვე რადგან ფიქრობდი გღალატობდი!-დავიყვირე.აღარ შემეძლო ცრემლები შემეკავებინა, ამიტომ უბრალოდ ტირილი დავიწყე.მძულს ეს.მძულს,რომ ჩემი სიბრაზე მწუხარებისკენ ტრიალდება.

-ვიცი-.ისევ დაიწყო, მაგრამ ჩემი შინაგანი მე, მას ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა.

-იცი?! იცი?!-დავიყვირე.

-მე და ჩემი შვილები დაგვტოვე,ახლა ბრუნდება ამ ჯანდაბებს ამბობ და გინდა ცოლად მომიყვანო!

His Ex WifeOnde as histórias ganham vida. Descobre agora