თავი 14

1.7K 140 4
                                    

გუშინდელი საღამო კატასტროფა იყო.მთელი ტაბლოიდებსა და გაზეთებზე მე ვიყავი გამოსახული.ჩემმა მშობლებმა ეს არც ისე კარგად მიიღეს.მამაჩემი ძალიან გაბრაზდა და მის სახლში 'სალაპარაკოდ' მისვლა მთხოვა.საღამოს მივდივარ და ვნერვიულობ.ახლა კი სამზარეულოში ვარ და ევანისთვის და ემასთვის ნამცხვარს ვაკეთთებ.

-დედიკო?-უეცრად ევანის ხმა მომესმა.

-აქეთ სამზაეულოში.-დავუძახე.სამზარეულოში შემოვიდა და მისი პატარა ხელები ფეხებზე შემომხვია,რაზეც მაშინვე გამეღიმა.

-დედიკო, დღეს ტელევიზორში გნახე.მამიკოსთან ერთად იყავი.-ღიმილი გამიქრა და უბრალოდ თავი დავუქნიე.ხელში ავიყვანე და დახლზე, ჩემთან ახლოს დავსვი.

-მამიკოსთან შეხვედრა მინდა.მომენატრა.-დაამატა და გული ლამის გამიჩერდა.

-კარგი.-ვთქვი ყოველგვარი ემოციის გარეშე.

-დაურეკე.ვახშამი ერთად გვქონდეს.-შემეხვეწა.

-არა.ი-ის დაკავებულია.-ვთქვი ანერვიულებულმა.

-გთხოვ დედიკო.მასთან ერთად ვახშამი ემასაც უნდა.-ლაპარაკი ლაპარაკი გააგრძელა.

-არა ევან.-ვუთხარი მკაცრად.

-ახლა კი წადი და ემას დაუძახე,ნამცხვარი მზადაა.-დავამატე და დახლიდან ჩამოსვლაში დავეხმარე, ამოიოხრა და სამზარეულოდან გავიდა,რამოდენიმე წამში კი ორივე უკან ერთად დაბრუნდნენ.

ნამცხვარი ნაჭრებად დავჭერი. თავიანთი წილი,ჩანგლები აიღეს და ჭამა სიჩუმეში დაიწყეს.

-როგორია?-ვკითხე.ორივემ თავი დამიქნია და ჩუმად ყოფნ გააგრძელეს.მათ ამ საქციელზე ამოვიოხრე.

-ბავშვებო მამათქვენი დაკავებულია.ამას ვერაფერს მოვუხერხებ.-ვთქვი დაქანცულმა.

-შეგვიძლია ვცადოთ მაინც.გთხოვ დაურეკე მას.-თქვა ემამ და მის ამ საქციელზე კიდევ ერთხელ ამოვიოხრე.მათთვის არას თქმა არ შემიძლია.დახლიდან ტელეფონი ავიღე და ნაილის მოცემულ ნომერზე დავრეკე.მეოთხზე ზარზე როგორც იქნა აიღო.

His Ex WifeWhere stories live. Discover now