თავი 1

2.7K 169 4
                                    

აქეთ-იქით დავდიოდი,ჩვენი დიდი მისაღები ოთახის გარშემო და  ნაილის სახლში დაბრუნებას აღელვებული ველოდი. რამოდენიმე დღე დილის გულის რევები და თავბრუსხვევა მანადგურებდა, ამიტომ გადავწყვიტე დღეს ექიმთან წავსულიყავი,მან კი ისეთი ამბავი მითხრა რასაც დიდიხნის მანძილზე მთელი გულით ველოდებოდი. ახლა კი ვეღარ ვითმენ სანამ ამ ყველაფერს ნაილს ვეტყვი.

ნაილის მანქანისა და უსაფრთხოების კარის გაღების ხმა გავიგე, სასწრაფოდ სავარძელთან მივედი და მისთვის  სიახლის სათქმელად მოვემზადე.

ცოტახანში ნაილი სახლში ღიმილით შემოვიდა.მისმა ღიმილმა სახეზე ღიმილი მეც მაშინვე მომგვარა,მაგრამ ეს მაშინვე გაქრა როცა მისი თანმხლები ქალი დავინახე.ორივე ფართოდ იღიმოდა,რადგან უცნობი ქალბატონი გამალებით რაღაცას ყვებოდა. ყელი ჩავიწმინდე,რომ მათი ყურადღება როგორმე მიმექცია.ორივემ შემომხედა,ჩემს დანახვაზე გოგონას თვალები გაუფართოვდა,ნაილმა კი თავმომწონედ გაიღიმა.

რატომ იღიმის?

ნაილმა ქალს ხელები წელზე ნელა მოხვია და მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.

რა ჯანდაბა ხდება?

სიბრაზისგან წაბები შევჭმუხნე, ნაილი კი  უბრალოდ სულელურად მიღიმოდა და მალევე სიტყვის უთქმელად ქალს სასტუმრო ოთახისკენ გაუძღვა, ხოლო მე მისაღებში გაკვირვებული დამტოვა.

ეს რამე ხუმრობაა?

ცდილოს მაეჭვიანოს თუ რაღაც მსგავსი სისულელე?

ამაზე არ ვიეჭვიანებ, მის ასეთ უბრალოდ ძალიან  ვღიზიანდები. რამდენიმე წუთის შემდეგ, როგორც იქნა ნაილი დაბლა ჩამოვიდა.

-რა ჯანდაბაა,ნაილი?-დავიყვირე სიბრაზე მორეულმა.

-ყვირილი შეწყვიტე,მინდა ჩემი სახლიდან ახლავე წახვიდე,ხვალ ჩემს ოფისში მოხვიდე და განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერო.-თქვა უემოციო სახით.

His Ex WifeWhere stories live. Discover now