თავი 2

2.3K 159 2
                                    

5 წლის შემდეგ

-დედიკო!-გავიგე ჩემი პატარა გოგონას ემას ხმა,მუცელზე დამაჯდა, რის გამოც გამომეღვიძა.

-მოდი დედა, გაიღვიძე!დღეს შობაა!-თქვა ევანმა ჩემმა პატარა პრინცმა,ორივე აღფრთოვანებულია,რადგან შობაა და დღეს საჩუქრებს ხსნიან.ხმადაბლა ჩავიცინე,თვალები გავახილე და ჩემს შვილებს შევხედე რომლების სახეზეც ბედნიერება 'ანათებდა'.

-შობას გილოცავთ,პატარებო.-ვთქვი და ემისთან ერთად ავდექი.მათ შუბლზე ვაკოცე,ისინი კი თბილად ჩამეხუტნენ.
რამდენიმე წამით ასე ვიყავით,შემდეგ ევანი მომშორდა და თვალებში შემომხედა.

-შობას გილოცავ, დედიკო.-თქვა ორივემ ერთდროულად  და ლოყაზე მაკოცეს.მათ ამ საქციელზე მაშინვე გამეღიმა.

-მოდი დედიკო,ახლა საჩუქრები გავხსნათ!-ორივემ დაიყვირა.

-მოიცადეთ ბავშვებო ბებია,ბაბუა და თქვენი დეიდის ოჯახი მალე აქ იქნება,შემდეგ შეგიძლიათ გახსნათ საჩუქრები.-ვთქვი, მოჩვენებით მკაცრი ტონით, ამის გამო კი ტუჩები დამუწეს.

-მოვემზადოთ ჰო?-თავი დამიქნიეს, მათ ოთახში შევედით და ჩვენი დილის რუტინა დავიწყეთ.

***

ერთი ან ორი საათი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი ოჯახი ჩვენთან მოვიდა.საჩუქრები უკვე გავხსენით.ახლა კი უბრალოდ სავარძელზე ვზივართ და ვლაპარაკობთ,კაცები კი ბავშვებთან თამაშობენ.

-მამიკო მეძინება.-მოლიმ ჩემმა დიშვილმა ნათანს უთხრა.

-აქ მოდი საყვარელო.-თქვა ნათანმა,ხელში აიყვანა და მკერდზე დაიწვინა.მოლიმ თვალები დახუჭა თუ არა მაშინვე ჩაეძინა.ორივეს ვუყურებდი,ელი (მედისონის და) იღბლიანია,რომ ჰყავს ქმარი,რომელიც მასზე და მათ შვილზე ზრუნავს.

თვალები ცრემლით ამევსო,მასზე ფიქრი დავიწყე,მაგრამ თვალები სწრაფად დავახამხამე,სანამ ვინემ გამომიჭერდა. უეცრად დედაჩემმა ბოდიში მოიხადა და საპირფარეშოში გავიდა,ხოლო ჩემმა დამ მაშინვე ლაპარაკი დაიწყო.

His Ex WifeWhere stories live. Discover now