თავი 19

1.6K 132 5
                                    

Madison's POV

-ლამაზად გამოიყურები.-თქვა მაურამ და ლოყაზე მაკოცა.

-ძალიან მენატრებოდი.-თქვა და სახიდან ცრემლები მოიწმინდა.

-დედა.-ნაილი მონოტორულად მიესალმა.მაურამ ხელები შემოხვია და მისი შვილის დანახვისას თვალები ცრემლით კიდევ ერთხელ აევსო.ნაილი არ ჩახუტებია.რა ემართება?მაურა იმედგაცრუებული მოშორდა,ბობი კი მე მიახლოვდებოდა.

-გამარჯობა საყვარელო.-თქვა თბილად და მომეხვია,ყოველთვის ასე მეძახდა.

-ბობ.- ხელები მეც შემოვხვიე.ჩემთვის ყოველთვის მეორე მამასავით იყო,ძალიან მომენატრა.

-როგორ ხარ?-ვკითხე როცა საბოლოოდ მოვშორდი.

-კარგად,შენ?-გამიღიმა და ხელი მხარეზე მომხვია.

-კარგად ვარ.-მეც გავუღიმე.

-შიგნით შევიდეთ.

ყველა შიგნით შევედით,პოლმა კი ბარგი შემოიტანა. სასტუმრო ოთახში შევედით,მაურა და ბობი დივანზე კომფორტულად მოთავსდნენ.პოლმა ბარგი დადო,თავი ოდნავ დამიქნია და წავიდა.

ბავშვების ოთახში წავედი,ემა წიგნში რაღაცას წერდა,ხოლო ევანი ვიდეო თამაშებს თამაშობდა.

-ბავშვებო ისინი აქ არიან.-ვთქვი და ორივემ გახარებული შემომხედა. სახეები გაუნათდათ,მიატოვეს რასაც აკეთებდენენ და დაბლა ჩქარა გაიქცნენ.მათ მეც უკან გავყევი.ნაილი ტელეფონზე ლაპარაკობდა,მაურა და ბობი კი ერთმანეთს ღიმილიანი სახით ესაუბრებოდნენ,როცა დაგვინახეს მე და ბავშვები წარბები დაბნეულობისკან შეკრეს.

-გამარჯობა.-თქვეს ევანმა და ემამ.

-გამარჯობათ პატარებო.-თქვა მაურამ და სავარძლიდან ადგა.

-ვინ არიან ეს პატარა საყვარლი ბავშვები?-იკითხა დაინტერესებულმა.

ნაილმა მათ ბავშვებზე არაფერი არ უთხრა?

ტელეფონზე ლაპარაკი დაასრულა და ადგა.საბოლოოდ ბობიც შემოგვიერთდა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now