თავი 18

1.6K 138 4
                                    

Madison's POV

ჩემს თავს სარკეში ბოლოჯერ შევხედე და ამოვიოხრე. სულ ერთია რაც არ უნდა გავაკეთო, რამდენი მაკიაჟიც არ უნდა წავისვა,მუქ რგოლებს თვალების ქვეშ ვერაფერს ვუხერხებ. წუხელ ვერ დავიძინე,რადგან მეშინოდა და ჯერ კიდევ მეშინია ისევ მასზე დაქორწინების, თუმცა როგორც მან თქვა სხვა ვარიანტი არ მაქვს.ეს ჩემი შვილებისთვის უნდა გავაკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაილი მათ ჩემგან წაიყვანს.

-მზად ხარ?-ფიქრებისგან გამოვერკვიე,როცა ნაილი ოთახში შემოვიდა.

-ჰო.-მოკლედ ვუპასუხე და ამოვიოხრე.

ოთახიდან ორივე გავედით,ნაილმა სცადა ხელი ჩემს ზურგზე მოეთავსებინა, თუმცა საპირისპირო მხარეს გავიწიე, რასაც მისი ამოოხრებაც მოჰყვა.ნაილის შემდეგმა მოქმედებამ შეხტომა მაიძულა.ხელი წელზე მომხვია და მასთან ახლოს მიმწია.

-ჩემგან წასვლა არ შეგიძლია საყვარელო.- ყურში ჩამჩურჩულა, ვეცადე ხვა მხარეს გავწეულიყავი, თუმცა ხელი ჩემს წელზე მჭიდროთ ჰქონდა შემოხვეული. დანებების ნიშნად ამოვიღინე და დაბლა კიბეებხე ჩავედით,შემდეგ კი ბავშვებს დავუძახე.

-ემა?ევან?უკვე წასვლის დროა.

-მოვდივართ დედიკო.-რამდენიმე წამის შემდეგ ორივემ კიბეებზე ჩამოირბინა და ჩვენთან მოვოდნენ,

-მზად ვართ.-თქვეს აღფრთოვანებულებმა.

გადავწყვიტე ბავშვებიც ჩემთან ერთად წამეყვანა,არ მჭირდება ნაილთან ერთად მარტო ვიყო, რადგან მისი ბოლოდროინდელი ქმედებები საშინლად მაშინებს.როცა ჩემთან ახლოსაა,რაღაც სითბო თავს ყოველთვის იჩენს, ჩვენს გარშემო თითქოს ჰაერი რაღაც მაგნიტური ხდება და ერთმანეთთან გვიზიდავს.ასე რომ მასთან ერთად მარტო არ წავალ.

როდესაც მანქანას მივუახლოვდით,ბავშვები უკან თავიანთ სავარძლებში ჩავსვი,მე კი ჩემი ადგილისკენ წავედი,დავჯექი და ღვედი შევიკარი.აღმოჩნდა რომ ნაილი მანქანაში არ იჯდა,მის მოსაძენბად გარშემომიმოვიხედე, აგურის კედელთან იდგა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა.ვიღაცას ყურადღებით უსმენდა,ამოიხედა და მისი თვალები ჩემსას შეხვდა, თუმცა მაშინვე გაიხედა. რამოდენიმე წამის გასვლის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დაძრა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now