თავი 4

2K 157 6
                                    

ნაილ ჰორანი.

ნაილ ჰორანი.

ნაილ ჰორანი.

-მედისონ?კარგად ხარ?-მკითხა ჰარიმ და ჩემს მხრებს შეეხო.არ მიპასუხია.ზედმეტად შოკში ვიყავი იმისთვის,რომ განვძრეულიყავი და მისთვის თუნდაც ერთი სიტყვა მეთქვა.

შევხედე ადამიანს, რომელმაც ხუთი წლის გული გამიტეხა.

ადამიანი რომელიც უპირობოდ მიყვარდა.

ადამიანი რომელმაც მიღალატა.

ადამიანი რომელიც ჯერ ისევ მიყვარს.

თეთრი მაისური და შავი შარვალი ეცვა.უფრო კარგად გამოიყურებოდა ვიდრე მახსოვდა.თვალის მომჭრელად იღიმოდა და მის გულშემატკივრებს გულდასმით უყურებდა.

-მედისონ.-ჰარიმ ისევ დამიძახა,მე კი თავი გავაქნიე.

-უნდა წავიდე.-ვთქვი მაგრამ ჩემი ხმა ჩურჩულივით გაისმა.

-მაგრამ წვეულება მხოლოდ ახლახანს დაიწყო.-თქვა გაკვირვებულმა.

მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და უბრალოდ ბრბოში გავიქეცი, ზოგიერთმა ნასვამმა ადამიანმა ჩემი მიმართულები შეიკურთხა, როცა ძალაუნებურად მათ დავეჯახე. ბოდიში არ მომიხდია უბრალოდ მჭირდებოდა აქედან წავსულიყავი.ჰარის ხმა გავიგე რომელიც მეძახდა,მაგრამ დავაიგნორე და ჩემი გზა განვაგრძე. პარკინგისკენ წავედი,აგურის კედელს მივეყრდენი,ღმად ამოვისუნთქე და ტირილი დავიწყე.

რატომ ვტირი?

ცრემლებს მისთვის რატომ ვხარჯავ?

არ მჯერა, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ვნახე,როდესაც უკვე  მისგან და მისი მოგონებებისგან განთავისუფლებას ვიწყებდი აქ გამომეცხადა.

იქნებ მან დამინახა?

ოჰ არა!

ეს არ უნდა მოხდეს,არ უნდა დამინახოს.

-მედისონ!-ფიქრებიდან გამოვერკვიე,როცა ვიღაცამ შემარხია.

His Ex WifeWhere stories live. Discover now