თავი 7

2.1K 144 1
                                    

-დედა?დედიკო?-მესმის სუსტი ხმა,რომელიც მაიძულებს გავიღვიძო.როდის ჩამეძინა?თვალები გავახილე და დაუყონებლივ დავხუჭე ოთახში შემოჭრილი სინათლის გამო. რამდენიმე წამში ისევ გავახილე და ჩემს წინ ევანი დავინახე,დაბნეული გამომეტყველებით?როცა თავი ავწიე ტკივილი ვიგრძენი,შემდეგ კი გავიაზრე რომ მისაღებში ძირს ვიჯექი,ისევ გუშინდელი ტანსაცმელით.

-დედა?აქ რატომ გძინავს?-მკითხა ევანმა.არ ვიცოდი რა მეპასუხა.

-ამმ...რაღაც სამუშაო მქონდა,დასრულების შემდეგ აქ ჩამეძინა.-ვთქვი ურწმუნოდ.თავი დამიქნია,მე კი შვებისგან ამოვიოხრე.

-დღეს კვირაა,ასე რომ სასაუზმოდ გავდივართ.-ამოიღმუილა.გარეთ გასვლისა და საუზმის ხასიათზე არ ვარ,მაგრამ ეს ჩვენი კვირის რუტინაა და წასვლაზე უარის თქმა არ შემიძლია.მას გული ეტკინება.

-გოგონები ძალიან ზარმაცები არიან.-თქვა,რის გამოც თვალებ გაფართოებულმა შევხედე.

-რა თქვი?-ვთქვი ყალბი სიბრაზით. შემომხედა და გამიღიმა.

-შენ და ემა დედა ძალიან ზარმაცები ხართ,დედა.-თქვა. მაშინვე თითები ხელზე მოვკიდე და ახლოს მოვწიე.როგორც კი კალთაში ჩამიჯდა  'მოღატუნება' დავუწყე.მისმა სიცილმა მთელი ოთახი შეავსო,მე კი ყურებამდე გამაღიმა.

-ბოდიში მოიხადე.-მომოთხოვნი ტონით ვუთხარი.ვიცი ბავშვური საქციელია,მაგრამ კარგი რა მე მხოლოდ ოცდაშვიდის ვარ.

-ბ-ბოდიში.-თქვა სიცილს შორის,მე კი გავჩერდი და ხმამაღლა გავიცინე.

-ახლა მოდი.მშია.-მითხრა ბუზღუნით.

-ემს ღვიძავს?-ვკითხე და იატაკიდან მასთან ერთად ავდექი.თავი გააქნია.

-ამას ვგულისხმობდი როცა ვთქვი,გოგონები ძალიან ზარმაცები არიან-თქო.-თქვა.თვალები დავიწროვებუმა შევხედე,რაზეც მაშინვე ბოდიში მომიხადა.მე კი გავიცინე.

-წადი, გააღვიძე და უთხარი კბილები გაიხეხოს,მე თქვენს ტანსაცმელს ავიღებ.-ვთქვი და ძირს დავსვი.თავი დამიქნია და მის ოთახში გაიქცა.მე კი ჩემი ოთახისკენ წავედი მოსამზადებლად.

His Ex WifeWhere stories live. Discover now