თავი 31

1.2K 112 1
                                    

-უნდა ვილაპარაკოთ.-საბოლოოდ ვთქვი ეს სიტყვები.

-რის შესახებ?-მკითხა დაძაბულმა,თვალები ხელით დაიფარა და მძიმედ ამოიოხრა.

-ჩვენს...შესახებ.-სიტყვები ნელა და ხაზგასმით წარმოვთქვი.თვალებიდან ხელი მოიშორა და წარბ შეკრულმა შემომხედა.

-შენ არ...აზრი არ შეგიცვლია, ხომ ასეა?-საწოლიდან სწრაფად წამოდგა,მის ხმაში ნერვიულობა აშკარად შესამჩნევი იყო.

-არა არა.-მალევე უპასუხე და თავი სწრაფად გავაქნიე.

-უბრალოდ...პასუხები მჭირდება.-ვთქვი დაბალი ხმით.

-შეგიძლია ყველაფერი მკითხო,გულწრფელად გიპასუხებ, მაგრამ შეიძლება ეს დილით გავაკეთოთ?ახლა ძალიან დაღლილი ვარ.-მძიმედ ამოიოხრა და ისევ დაწვა. ვგრძნობ რომ ნერვიულობს და ეს საშინლად არ მომწონს.

-არა. ჩვენ ამას ახლა გავაკეთებთ.-ვთქვი მკაცრად,მან კი ისევ ამოიოხრა.

-კარგი.რა არის, რა გაინტერესებს?-ისევ ადგა და თავლებში შემომხედა.

-რატომ იფიქრე,რომ გღალატობდი?-საუბარი მარტივი კითხვით უნდა დამეწყო.

-უკვე გითხარი.თქვი რომ ელისთან იყავი,რეალურად კი ლიამთან აღმოჩნდი.- ამოიღრინა,მის უაზრო ეჭვიანობაზე თვალები გადავატრიალე.

-არ მენდობოდი?-ვკითხე რბილად.ჩუმად დარჩა.

-ნაილ.-მისი სახელი ჩუმად წარმოვთქვი, როცა პასუხი არ გამცა.

-იმ მომენტში არა.-თქვა ჩურჩულითOuch.

-სურათები ვნახე,შენ მომატყუე,ასე რომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე და რაც მაშინ სწორად მიმაჩნდა.- თვალები 'მოისრისა'.

-იმ ღამეს რა გააკეთე?მასთან?-ხმა გამებზარა.

-არაფერი გამიკეთებია.-ამოიღრინა. გაბრაზებული ჩანდა. მეც გაბრაზებულმა შევხედე.

-გგონია ამას დავიჯერებ, თანაც მას შემდეგ რაც ტელევიზორში მასთან ერთად არც ისე დიდიხნის წინ ნამდვილად დაგინახე!-ვცადე ხმისთვის დამეწი, სახეზე გაბრაზება დაეტყო და  საწოლიდან წამოხტა.

His Ex WifeOn viuen les histories. Descobreix ara