თავი 33

1.3K 106 6
                                    

Niall's POV

-სად მივდივართ მამიკო?-მკითხა ემამ როცა მის ადგილზე დავსვი და ღვედი შევუკარი.

მედისონმა ერთი საათის წინ დაგვტოვა სამსახურის გამო და გამაფრთხილა,რომ ბავშვებზე კარგად მეზრუნა. წესები 'დამიწესა' იმ შემთხვევაში თუ კი მათ გარეთ გავიყვანდი. არანაირი ნაყინი, ტკბილეული ან ბევრი სათამაშოები. მანამ სანამ სამსახურში წავიდოდა ბავშვებს ლოყაზე აკოცა, შემდეგ მე. სიყვარულისგან გაგიჟებული ლეკვივით  ვიღიმოდი.

-დედაშენისთვის რაღაცას ვგეგმავ და შენი დახმარება მჭირდება.-ემას თავზე ვაკოცე,სანამ კარს დავხურავდი. ფანჯრიდან შევხედე, ის კი დიდზე მიღიმოდა.მგზავრის ადგილას დავჯექი და ღვედი შევიკარი, პოლმა მაშინვე მანქანის მართვა დაიწყო. ბავშვებისკენ შევბრუნდი,ორივე ხელებით რაღაცას თამაშობდნენ და რიცხვებს ითვლიდნენ.გავიღიმე და ისევ ჩემს საწყის პოზიციას დავუბრუნდი.

-სერ?-თქვა პოლმა, ეცადა ჩემი ყურადღება მიექცია.

-დიახ?-ვკითხე და მას მომლოდინე გამომეტყველებით შევხედე.

-შეიძლება გკითხოთ ლონდონში როდის ვბრუნდებით?-
ლონდონში მედისონის გარეშე დაბრუნებაზე ფიქრი გულს მიმსხვრევს,არ ვიცი დილამდე რა უნდა გავაკეთო. მინდა,რომ ის ჩემს სახლში ჩვენს  შვილებთან ერთად დაბრუნდეს. მინდა ბედნიერი ოჯახი მქონდეს,ეს ის არის რაც ყოველთვის მსურდა მასთან ერთად და დღემდე ასეა.

-მოდი იმედი ვიქონიოთ,რომ ეს მალე მოხდება.-ოდნავ გავიღიმე.პასუხის გაგონებაზე წარბები შეკრა,თუმცა მეტი კითხვა არ დაუსვამს.მალევე ტელეფონის ხმა გავიგე, ჯიბიდან ამოვიღე და ეკრანს დავხედე.ზეინი იყო, მე კი მაშინვე ვუპასუხე.

-ზეინ,როგორ ხარ?-მივესალმე.

-კარგად ვარ,შენზე რას იტყვი?- მკითხა,რაზეც მეც 'კარგად ვარ' ვუპასუხე.

-მაპატიე ამას,რომ გეუბნები ძმაო,მაგრამ ლონდონში უნდა დაბრუნდე.- თქვა დამწუხრებული ხმით, მე კი გონება დამებინდა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now