თავი 23

1.4K 131 3
                                    

Madison's POV

თვალები გავახილე და ისევ დავხუჭე,ოთახში არსებული მკვეთრი სინათლის გამო.რამოდენიმე წუთის შემდეგ თვალები ისევ გავხილე და რამოდენიმეჯერ დავახამხამე. ოთახის კედლები თეთრად იყო შეღებილი,ხოლო მარცხნივ დიდი ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც სინათლე შემოდიოდა. მეორე მხარეს გავიხედე და ნაილი დავინახე,რომელსაც მშვიდად ეძინა, ამიტომ უხმაუროდ ვცადე მაგიდიდან ჭიქა ამეღო,თუმცა რა თქმა უნდა, ვერ შევძელი.

-შენ გაიღვიძე.-თქვა ნაილმა ურწმუნო ხმით, ვერც კი შევნიშნე როდის გაიღვიძა.თავდაპირველ მდგომარეობას დავუბრუნდი და ხმის ამოუღებლად თავი დავუქნიე, რის გამოც სახე შემეჭმუხნა,მან კი ჩემს ამ ქმედებაზე წარბები შეკრა.

-რა მოხდა?-მკითხა აღელვებული ხმით, თუმცა მისთვის არ მიპასუხია, რადგან ამის არც ნერვები და არც ძალა არ მქონდა ამ მომენტში.

-ექიმს დავუძახებ.-თქვა და ოთახიდან გავიდა.თვალები დავხუჭე,მძიმედ ამოვიოხრე და სახე ისევ შევჭმუხნე. რამდენიმე წუთის შემდეგ,მესმის როგორ იღება კარი.

-მედისონ გაიღვიძე.კარგად ხარ?-გავიგე შეშფოთებული ხმა.

-მღვიძავს.-ვთქვი და თვალები გავახილე.დაძაბულობა აშკარად მოეხსნა და შვებისგან ამოისუნთქა.

-გამარჯობა მის ტომლინსონ,მე თავენი ექიმი,ქეში დრაქსი ვარ.-თბილად გამიღიმა, საპასუხოდ ვეცადე მეც გამეღიმა,თუმცა ვერ შევძელი.შემომხედა და სიბრალულით გამიღიმა.

-შეგამოწმებ.-მოთხრა და მალევე ოთახში ექთანი შემოვიდა. მისტერ დრაქსი ახალგაზრდა სიმპატიური მამაკაცია,ქერა თმითა და ცისფერი თვალებით.ექთანი მოხუცი ქალი იყო,ჭაღარა თმით თუმცა მისი ბუნებრივი სილამაზე ამ ასაკშიც კარგად ჩანდა.ორივე რაღაცას განიხილავდა,ექთანმა ექიმმს თავი დაუქნია და რაღაც ფურცელზე ჩაიწერა.

-უკეთ იქნებით მის ტომლინსონ,თავი კარგ მდგომარეობაშია,მაგრამ თუ რაიმე ტკივილს ან სისუსტეს იგრძნობ გთხოვ დაგვირეკე,ორ-სამ დღეში კი საავადმყოფოდანაც გაგწერთ.-კიდევ ერთხელ თბილად გამიღიმა,შემდეგ კი ნაილს თავი დაუქნია და მისსტერ დრაქსმა და ექთანმა ოთახი დატოვეს.მე და ნაილი ოთახში ისევ მარტო დავრჩით.

His Ex WifeWhere stories live. Discover now