თავი 22

1.5K 129 4
                                    

Niall's POV

იმ მისამართზე წავედი,რომელიც პოლმა გამომიგზავნა.როცა მივდიოდი, გზაზე წყვილი დავინახე, ხელი-ხელ ჩაკიდებულები მიდიოდნენ და ერთმანეთს ბედნიერი უღიმოდნენ.

რას აკეთებენ ამ შუაღამისას გარეთ?

ფიქრები გავფანტე და გზა განვაგრძე.

მალევე ქუჩაზე პოლის მანქანას დავინახე და მეც მის უკან გავაჩერე მანქანა, რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით კი მედისონის მანქანაც შევნიშნე.შვებისგან ამოვისუნთქე, თითქოს მხრებიდან დიდი ლოდი მომეხსნა.

უეცრად მედისონიც შევნიშნე,დაბნეული გზაზე გადადიოდა, გარშემო არც კი მოუხედავს,იმაში დასარწმუნებლად საიდანღაც მანქანა მოდიოდა თუ არა.ვერაფერი გავაცნობიერე, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არსაიდან მანქანა მისი მიმართულებით სწრაფად წავიდა და მას დაარტყა.

-მედისონ!-მთელი ძალით დავიყვირე. მისკენ გავიქეცი, შევნიშნე რომ პოლი მანქანის ნომრის აღნიშვნას ცდილობდა, შემდეგ კი მალევე მე გამომყვა უკან.

მედისონს შუბლიდან სისხლი მოდიოდა და მისი სახეც მთლიანად სისხლით იყო დაფარული.თვალები დახუჭული ჰქონდა და ვიცი,რომ უგონი მდგომარეობაში იმყოფებოდა. მულხებზე დავეცი და ის ჩემს მკლავებში მოვიქციე.

-მედისონ,მედისონ გთხოვ თვალები გაახილე.-ვუთხარი მუდარით,მიუხედავად იმისა რომ ვიცი პასუხს ვერ გამცემს.

-სასწრაფო დახმარება გზაშია,სერ.-შემატყობინა პოლმა ნერვიულად.

-მედისონ გაიღვიძე,შემომხედე გევედრები.-ვეცადე თვალებიდან წამოსული ცრემლები შემეჩერებინა.

-კარგად იქნები,არაფერი დაგემართება, გპირდები.- ჩემთვის გაუჩერებლად ვბუტბუტებდი, ვცდილობდი საკუთრი თავი იმაში დამერწმუნებინა,რომ ყველაფერი მართლა კარგად იქნებოდა.

Third Person POV

ნაილის ტკივილის დანახვაზე გაიღიმა.მან იცოდა,რომ მედისონი ნაილისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა,ამიტომაც მედისონს მიზანმიმართულად დაეჯახა.

ჩუმად ჩაიცინა,როცა ნაილი შუა გზაზე მომტირალი და უმწეოდ მყოფი დანახა, მას მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

-ეს ძალიან კარგი ამბავია.-თქვა გოგონამ, რაზეც ბიჭმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

-დიახ არის.-უპასუხა მან და ამაყად გაიღიმა.

-მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.-ორივემ ბოროტულად გაიცინეს,როცა უყურებდნენ,როგორ ეჭირა ნაილს მედისონი სასწრაფოს მოსვლამდე.

Madison's POV

ტკივილი.

ტკივილია ერთადერთი რასაც ახლა ვგრძნობ.თავი მტკივა, ფეხები მტკივა,მთელი ჩემი სხეული მტკივა.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც თავში ჩაქუჩს მირტყამს და ფეხებს ცეცხლში მიწვავს.ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს,თუმცა მართლა ასეთი შეგრძნება მაქვს.

ლოყაზე ვიღაცის ხელს ვგრძნობ და ფიქრებიდან ვერკვევი, ვეცადე თვალები გამეხილა ,მაგრამ ვერ შევძელი,შემდეგ კი მისი ხმაც მომესმა.

-გთხოვ გაიღვიძე მედისონ,გთხოვ.-ნაილია.მინდა მისი ხელი სახიდან მოვიშორო,თუმცა ჩემი სხეული არ რეაგირებს.

-უბრალოდ გაიღვიძე გთხოვ.-გავიგე ხმა,როგორ გაებზარა,რამაც გული გამიჩერა.შემდეგ კი სიჩუმემ დაისადგურა და მეც ნელ-ნელა ჩამეძინა.
______________

-დედიკო,დედიკო გაიღვიძე.-გავიგე ევანის ხმა.

-ზარმაცი ნუ იქნები.-ისევ თქვა.გავიგე როგორ ამოიოხრა, მანამდე კი რამდენიმეჯერ ლოყაზე მაკოცა.

-შემომხედე დედიკო.-ტირილი დაიწყო.ვეცადე თვალები გამეხილა,მაგრამ ისევ ვერ შევძელი.მძულს როცა ჩემი შვილები ტირიან,მაგრამ ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ვცადე თვალების გახელა, თუმცა როდესაც არ გამომივოდა საბოლოოდ ამოვიოხრე და
დავნებდი, რამოდენიმე წუთში კი ისევ ჩამეძინა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now