თავი 28

1.4K 111 8
                                    

Madison's POV

-ამ დროის განმავლობაში როგორ იყავი?-მკითხა ზეინმა.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ აქაა.

-კარგად ვიყავი.-გავუღიმე,თვითონაც გამიღიმა.

-პერი როგორაა?-ვკითხე.სახიდან ფერი გადაუვიდა და ღიმილი გაუქრა.

-უმ...ჩვენ...უმ.-ენა დაება.

-ერთმანეთს დაშორდნენ.-ნაილმა შეაწყვეტინა.

რა? პერი და ზეინი დაშორდნენ? ჯანდაბა ეს როგორ მოხდა? ერთმანეთი ორივეს ძალიან უყვარდათ,დანიშნულებიც იყვნენ და ერთმანეთსაც ენდობოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაშორდნენ?

-რა?როგორ?რატომ.-კითხვები ერთი მეორეს მიყოლებით მივაყარე.

-მოგვიანებით აგიხსნი.-ზეინმა ამოიოხრა.

-ბავშვები სად არიან? მინდა მათ შევხვდე.-თქვა და დიდზე გაიღიმა.

-მოდი.-ვთქვი,ხელი ჩავკიდე და შიგნით შევიყვანე.

-ემა!ევან! აქ მოდით.-ბავშვებს დავუძახე.ორივე ადგა და ჩემი მიმართულებით გამოიქცნენ.ზეინი მათ წინ ჩაიმუხლა.

-ბავშვებო გაიცანით თქვენი ბიძა ზეინი.მამათქვენის საუკეთესო მეგობარია.-ვთქვი ღიმილით.

-გამარჯობა ბიძია ზეინ.-ორივე მათგანი მიესალმა.

-გამარჯობათ ბავშვებო.ზეინი დამიძახეთ. ბიძია არ დამიძახოთ თავს მოხუცად ვგრძნობ და მე მოხუცი არ ვარ.-გაიხუმრა.

-დაბადების დღეს გილოცავთ.

-კარგი ლანჩზე წავიდეთ.მშია და თან მალე უნდა წავიდეთ სიურპრიზისთვის.- თქვა ნაილმა ჩვენს უკან.თავი დავუქნიე და ნაილთან ერთად სამზარეულოში წავედი,ხოლო ზეინი ყველას მიესალმა.

-ისევ არ მეუბნები სად მივდივართ და რა არის სიურპრიზი?-ვკითხე ნაილს,როცა მარტო დავრჩით.

-არა.გთხოვ ორი წყვილი ტანსაცმელი ჩაალაგე,
განსაკუთრებული არაფერი.-თქვა და კარადიდან ღვინის ბოთლი გამოიღო.

His Ex WifeWhere stories live. Discover now