თავი 17

1.7K 136 3
                                    

Madison's POV

-ლუი!-დავიყვირე როდესაც ლუიმ ნაილს მუშტი ყბაში გაარტყა. ნაილმა ტკივილისგან ამოიკვნესა, თუმცა ლუიმ მისი ცემა მაინც გააგრძელა. ემა და ევანი შოკირებულები გვიყურებდნენ.

-ლუი გთხოვ!-შევეხვეწე და ნაილისგან მისი მოშორება ვცადე.

-გთხოვ ლუი.ბავშვები გიყურებენ.-ვთქვი ამჯერად შედარებით მშვიდად და რბილი ტონით.ლუი ადგა და ნაილს გაბრაზებული მიაშტერდა.

-კარგად ხარ?-ვკითხე ნაილს და მხარზე შევეხე. თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია.ადგომაში დავეხმარე და სტუმრების ოთახში გავიყვანე.

-ვწუხვარ.-ვთქვი და კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი გამოვიღე.

-შენი ბრალი არაა.-ჩუმად ჩაიბუტბუტა.

-ამის გაკეთება მეც შემიძლია. მადლობა.-ყუთი გამომართვა და სააბაზანოში შევიდა.ამოვიოხრე და დაბლა ჩავედი.რატომ არ შეიძლება მშვიდი საღამო მქონდეს.ჯერ საუკეთესო მეგობარი დავკარგე, ახლა კი ლუიმ ნაილი სცემა.

-ეს არ უნდა გაგეკეთებინა,ლუი.

-უნდა გამეკეთებინა!ამ იდიოტმა გული გატკინა და შენს შვილებთან ერთად მარტო დაგტოვა! ახლა კი ისევ უკან დაბრუნდა,მთელ ამ არეულობაში კი ყველაზე საშინელება ისაა,რომ შენ ასე უბრალოდ მიიღე, თითქოს არაფერი მომხდარა, მედისონ და ეს ძალიან მაცოფებს!-ლუიმ დამიყვირა.

-არ მიმიღია.მისთვის არ მიპატიებია და ამას ვერც ვერასოდეს შევძლებ.-ვთქვი ჩუმი ხმით.

-შეიძლება ახლა არ აპატიო,მაგრამ მომავალში აპატიებ.ვიცი გიყვარს მიუხედავად იმისა,რომ გული ძალიან გატკინა. უარყოფას არც ეცადო, ეს ზედმეტად ნათელია.-ყვირილი გააგრძელა.

-და საერთოდ რატომ დაბრუნდა?

-იმიტომ რომ ჩემი შეცდომა გავაანალიზე, ლუი.-თქვა ნაილმა ჩემს უკან.ლუი მის დანახვახე ისევ დაიძაბა.

His Ex WifeHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin