თავი 39

1K 103 7
                                    

Niall's POV

-საავადმყოფოში მივდივარ.-ლიამის სიტყვებმა თავში დამარტყა,პოლი აეროპორტისკენ მიდიოდა. ნერვიულობის გამო ფეხი გამუდმებით მიკანკალებდა,  ხელის გულები კი გაოფლიანებული მქონდა.მედისონის ტკივილზე ფიქრი ჩემი ყველაზე საშინელი შიში იყო, ახლა კი ეს რეალურად ხდება.

-სწაფად პოლ.

-დიახ სერ.-თქვა და ქუჩაზე მანქანის ტარება განაგრძო.ლიამს კიდევ ერთხელ დავურეკე და მანაც მაშინვე აიღო.

-ნაილ ახლა არაფერს ამბობენ,ანალიზებს უკეთებენ,მე კი მხოლოდ ლოდინი შემიძლია.მალე მოდი.

-გთხოვ შემატყობინე თუ რამეს გეტყვიან,მე უბრალოდ...

-ვიცი ნაილ,მესმის.-თქვა.ახლა ვხვდები მედისონს,რატომ უყვარს ის.ვგულისხმობ როგორც საუკეთესო მეგობარი.

-კარგი მადლობა.-ვთქვი და გავთიშე,ერთმანეთთან დამშვიდობების შემდეგ.პოლმა აეროპორტში მიმიყვანა. მალევე შავებში გამოწყობილი კაცი მოვიდა და კარები გამიღო,გადავედი თუ არა პოლიც მაშინვე შემომერთდა, რომელმაც კაცს მითითებები მისცა და შიგნით გამიძღვა.

-სერ ყველაფერი კარგადაა?-მკითხა როცა ჩემს თვითმფრინავს მივუახლოვდით. ზოგიერთი ადამიანი მომესალმა,თუმცა ზედმეტად დაკავებული ვიყავი,რომ მეც მივესალმებოდი.

-მედისონო კარგად არაა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.-ამოვიოხრე.ლიამს მივწერე და ჩემი ფრენის შესახებ შევატყობინე.

თვითმფრინავში ჩემს ადგილზე დავჯექი და ღვედი შევიკარი,ხოლო პოლი ჩემგან რამოდენიე სკამის მოშორებით დაჯდა.თვითმფრინავი დაიძრა და წუთში უკვე ჰაერში იყო, მალევე ჩემთვის უცნობი ქალი მომიახლოვდა.

-სერ რამეს დალევთ ან მიირთმევთ?- წამწამები სწრაფად დაახამხამა, მე კი ვეცადე მის უაზრო საქციელზე თვალები არ გადამეტრიალებინა.

-წითელი ღვინო.-შევუკვეთე.თავი დამიქნია და წასასვლელად უკან დაიხია,მაგრამ შეჩერდა და მომიბრუნდა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now