თავი 5

2.1K 142 5
                                    

Madison's POV

არ ვიცი ეს რამ გამაკეთებინა, მაგრამ გავიქეცი.გავიქეცი მისგან, გავიქეცი სიტუაციიდან,რომლისაც მთელი არსებით მეშინოდა.უბრალოდ გავიქეცი.

არ ვიცი რამდენი ხანი მივრბოდი, თუმცა  კი პარკში სკამზე დამჯდარი აღმოვჩნდი. რატომ უნდა დაბრუნებულიყო?რატომ უნდა ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდეს?რატომ?

ტირილი დავიწყე. ძალიან მტირალა ხარ! დამიყვირა ჩემმა ქვეცნობიერმა.ტელეფონმა რეკვა დაიწყო,ეკრანს დავხედე და აღმოჩნდა,რომ ლიამი იყო.დავაიგნორე და სივრცეში ყურება დავიწყე,თუმცა ჩემი ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. რამდენიმე წამის შემდეგ ხმა შეწყდა,მალევე კი შეტყობინება მოვიდა.

Liam:სად ხარ?დამირეკე.

კიდევ ერთხელ დავაიგნორე და ჩემი მანქანისკენ წავედი. ჩემი მშობლების სახლში უნდა წავიდე და ევანი და ემა წამოვიყვანო.

ჯანდაბა.

რა მოხდება ისინი ნაილმა,რომ იპოვოს?რა მოხდება ისინი ჩემგან რომ წაიყვანოს?ამას არ გააკეთებს, არა?ჩემს შვილებს წამართმევს თუ ეცოდინება,რომ ის მათი მამაა?

არა!

მანქანისკენ სწრაფად წავედი და გულზე მომეშვა, როცა ავტოსადგომზე არც ჰარი და არც ნაილი არ დამხვდნენ. სწრაფად ჩავჯექი და ჩემი მშობლების სახლის გზაზე წავედი.

სახლის წინ გავაჩერე და ჩქარად გადავედი.კართან მივედი და განუწყვეტლივ ვაკაკუნებდი,სანამ დედაჩემმა არ გააღო.

-გამარჯობა ძვირფასო,როგორ...-ლაპარაკი დაიწყო,თუმცა გავაჩუმე და სახლში ჩემი შვილების მოსაძებნად შევედი.

ევანი და ემა სავარძელზე მამაჩემის გვერდზე იჯდნენ და ანიმაციებს ინტერესით უყურებდნენ,როცა ოთახში შევედი,შემნიშნეს და მაშინვე ჩემკენ გამოიქცნენ. მუხლებზე დავდექი და მათ ძლიერად ჩავეხუტე.

-დედიკო?კარგად ხარ?-მკითხა ევანმა და უკან დაიხია. მოგვაინებით გავაანალოზე,რომ ვტიროდი.

His Ex WifeWhere stories live. Discover now