თავი 43

948 99 4
                                    

Madison's POV

თითქმის ერთი საათი,რაც ის წავიდა და ცრემლებს ჯერ კიდევ  ვერ ვაკონტროლებ.რატომ უნდა ვიყო ასეთი სუსტი? მისი შეცდომა იყო და არა ჩემი.ამ თემაზე რაც უფრო მეტს და მეტს ვფიქრობ ჩემი სიბრაზე კიდევ უფრო იზრდება.

დღეს რაღაც გადავწყვიტე.თუ არ მეტყვის ჩემს გარშემო რა ხდება,ჩვენ გარშემო,ასევე მასა და სელინს შორის, მაშინ მასთან ერთად ყოფნას აღარ ვაპირებ. მის გარეშე ყოფნაზე ფიქრი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ არ შემიძლია მივიღი ის,რომ ჩემს ზურგს უკან მოქმედებს.ეს იმაზე უარესია, ვიდრე მის გარეშე ყოფნა.

ამის გაკეთება აღარ შემიძლია. ვიცი ჩემს  შიგნით ბავშვი იზრდება,რომელიც  მისია,მაგრამ ეს ჩემთვის ახალი არაა.ამ სიტუაციაში ერთხელ უკვე ვიყავი, როდესაც ბავშვები ჩემით გავზარდე, მამის გარეშე.მის გარეშე.

ნაილ ჰორან დროა სიმართლე მითხრა.

-დედიკო!-გავიგე როგორ მიძახდა ევანი და ავდექი.

-შემოდი ძვირფასო.-დავუძახე, ის კი ოთახში შემოვიდა.დიდზე გამიღიმა, საწოლზე ამოხტა და მჭიდროდ ჩამეხუტა.

-დედა მოვიწყინეთ,შეიძლება გარეთ გავიდეთ?-ლეკვის თვალებით შემომხედა,რის გამოც ჩავიცინე.

-სად გინდა წასვლა?-ვკითხე და თმა შუბლიდან გადავუწიე.

-უმმ...შეგვიძლია წავიდეთ...ბებიას სახლში?- ტუჩი 'გადმოაგდო', მე კი ხმამაღლა გავიცინე. თავი დავუქნიე, რაზეც აღფრთოვანებულმა დაიყვირა.

-მადლობა!მადლობა!-ხელები შემომხვია და მჭიდროდ ჩამეხუტა, რაზეც კიდევ ერთხელ გავიცინე.

ნახევარი საათის შემდეგ უკვე ჩემი მშობლების სახლში მივდიოდი.მანქანის სარკიდან ბავშვები კიდევ ერთხელ შევამოწმე, შემდეგ კი მანქანის მართვა განვაგრძე.

***

-გამარჯობა დედა.-მივესალმე როდესაც კარი გააღო.გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.

His Ex WifeOnde as histórias ganham vida. Descobre agora