თავი 49

1.1K 98 2
                                    

Niall's POV

-მამიკო?-ვიგრძენი ვიღაც,როგორ შემეხო ლოყაზე. ამოვიოხრე, მოვიშორე და თავი ბალიში ჩავრგე.

-მამიკო?-ისევ გავიგე ხმა,მე კი ისევ ამოვიოხრე.თვალები გავახილე და სწრაფად დავახამხამე.მას შემდეგ,რაც ჩემი მხედველობა ოთახში არსებულ სიკაშკაშეს შეეგუა,ემა დავინახე,რომელიც ჩემს გვერდით საწოლზე იჯდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.სწრაფად წამოვჯექი და კალთაში ჩავიჯინე.

-ჰეი პატარავ.-თავზე ვაკოცე,როცა თავი მკერდზე დამადო და ხელები კისერზე შემომხვია.

-რა მოხდა პატარავ?კარგად ხარ?-ვკითხე და ზურგზე მოვეფერე.

-დედიკო მინდა.-ჩემს მკერდზე ატირდა.  მედისონის გახსენებაზე სხეული დამეჭიმა და ყველაფრის გამო თავი ისევ დამნაშავედ ვიგრძენი.

-კარგი. დედიკოს სანახავად წავალთ, მაგრამ ტირილი უნდა ჩეწყვიტო კარგი?-ვაკოცე.თავი დამიქნია.

-წამოდი მოვემზადოთ.-მასთან ერთად ავდექი.თავბრუდამეხვა და წავბორძიკდი,სანამ ისევ საწოლზე დავჯდებოდი.

-რას იტყვი ეს ტაბლეტები,რომ მიიღო და ჯიჯიმ ისინი გაასუფთავოს?-გავიგე უცხო ხმა. შევბრუნდი და ზეინს შევხედე.

-ემა?წინააღმდეგი ხომ არ იქნები ჯიჯიმ,რომ გაბანავოს?- ჰკითხა ემას.

-არა.-ემამ გიღიმა,ჩემი ხელებიდან ჩამოხტა და ოთახიდან გაიქცა.

-დილა მშვიდობისა.-მივესალმე,მან კი თვალები გადაატრიალა.

-სერიოზულად ნაილ?-თქვა გაბრაზრბულმა.

-გუშინ, დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში გაქრი და მე მოვედი,რომ ბარიდან წამომეყვანე, რადგან პოლს არ შეეძლო მარტო ამის გაკეთება,ხოლო როცა მოვედი საშინლად მთვრალი იყავი და ჩვენ ორივემ სახლში წამოგიყანეთ, იმიტომ რომ გათიშული იყავი.შენმა შვილებმა კი ამ მდგომარეობაში დაგინახეს.- 'Tylenol'-ის ორი კაფსულა და ფორთოხლის წვენი მომაწოდა. გამოვართვი და დავლიე.

His Ex WifeWhere stories live. Discover now