თავი 27

1.6K 114 2
                                    

Madison's POV

-ძვირფასო გაიღვიძე.-ვეცადე ევანი გამეღვიძებინა.
ამოიოხრა და თვალ დახუჭულმა თავი გააქნია. მის ამ საქციელზე დიდზე გამეღიმა.

-დღეს შენი დაბადების დღეა პატარავ.ადექი.-ისევ ვთქვი.
დაბადების დღის ხსენებაზე,საწოლზე წამოჯდა და ტაში დაუკრა.

-ჩემი დაბადების დღეა!-თქვა აღფრთოვანებულმა,რაზეც
ჩავიცინე.

-დაბადების დღეს გილოცავ პატარავ.-ჩავეხუტე და ფუმფულა ლოყებზე ვაკოცე.ჩაიხითხითა, თვითონაც მაკოცა და ოთახიდან გაიქცა.ემას ოთახში წავედი და ისიც გაიღვიძე.

-გაღვიძების დროა პატარავ.-თითები თმაში შევუცურე და მოფერება დავუწყე, მალევე თვალები გაახილა და გაიღვიძა.

-დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო.- ვთქვი და მაგრად ჩავეხუტე.

-მადლობა დედიკო.-გაიღიმა და თავი მკერდზე დამადო.

-მოდი ახლა შხაპი მივიღოთ.-ვთქვი და სააბაზანოში წავიყვანე.

როცა ემას ბანაობა დავასრულე,შემდეგ ევანი დავბანე მიუხედავად მისი პროტესტისა,რადგან უნდოდა ჯერ საჩუქრები გაეხსნა. ბანაობისა და მათი ჩაცმის შემდეგ დაბლა ჩავედით, სადაც მაურა და ბობი დაგვხვდნენ, სავარძელზე ისხდნენ და 'The James Corden's Late late show'-ს უყურებდნენ, ხოლო ნაილი ფანჯარასთან იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა.

მე და ნაილი...ნუ ჩვენ კარგად ვართ. ჰაერი ჩვენს ირგვლივ ყოველთვის მსუბუქია და ორივე ჩვენგანი გაკვირვებულები ვართ,რადგან ერთმანეთთან თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ქორწინების შესახებ არაფერი უთქვამს,რის გამოც ძალიან გახარებული ვარ. მზად არ ვარ,რომ ისევ მასზე დავქორწინდე და იმედი მაქვს არ დამაძალებს.

-დაბადების დღეს გილოცავ,პრინცესა.- ნაილმა პირველი ემას მიულოცა,შემდეგ კი ევანისკენ შებრუნდა.

-დაბადების დღეს გილოცავ,მეგობარო.- ორივეს ლოყაზე აკოცა.ბავშვებმა მადლობა უზარმაზარი ღიმილით გადაუხადეს.

His Ex WifeWhere stories live. Discover now