თავი 45

926 97 6
                                    

Madison's POV

-არ მომიახლოვდე.-ვუთხარი ჩემს წინ მდგომ კაცს,რომელიც ჩემი ყოფილი ბოსია.

-კარგი რა მედისონ,იცი რომ ეს გინდა. ვიცი რომ ძალიან გინდივარ.-ბოროტულად გაიღიმა.მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა.

-არა!არა!.-დავიყვირე და  მისგან თავის დაღწევა ვცადე.მან კი უბრალოდ ხმამაღლა გაიცინა.

-დამეხმარეთ!ვინმე დამეხმარეთ!- დავიყვირე,რაზეც მან უბრალოდ სიცილი გააგრძელა.

-ვერავინ დაგეხმარება მედისონ, აქ არავინაა.მხოლოდ მე და შენ.-ხელები ლოყაზე მომკიდა,მე კი მის შეხებაზე უსიამოვნოდ გამაკანკალა.

-გთხოვ გთხოვ გამიშვი.-ტირილი დავიწყე.ვცდილიბ საკუთარი თავისთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი ნაილისთვის ძლიერი ვყოფილიყავი,მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ტირილის შეკავება ვეღარ შევძელი, როდესაც ვფიქრობდი რის გაკეთებას მიპირებდა.

-არასოდეს პატარავ, საბოლოოდ ჩემი ხარ.-თქვა,შემდეგ კი თოკებით დაბმა დამიწყო. გულისრევის შეგრძნება დამეუფრა მის ნათქვამ 'პატარა'-ზე. ვეცადე უკან დამეხია,როცა ჩემი დაბმა დაასრულა.

-ვფიქრობ დასვენება გჭირდება, ნებას  მოგცემ დაისვენო,მაგრამ როცა დავბრუნდები ჩემთვის მზად უნდა იყო.-ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.

-და გაქცევას არ შეეცადო და თუ ეცდები..- შეშინებული გამომეტყველებით შევხედე.

-წინადადებას არ დავასრულებ, მაგრამ გაფრთხილებ,რომ შედეგები ძალიან ცუდი იქნება.-მოულოდნელად ადგა და ზევიდან დამხედა.

-დაისვენე.რამოდენიმე საათში დავბრუნდები.-ამ სიტყვებით დატოვა ოთახი და კარი ჩაკეტა.

როდესაც ვიჯექი მთელი სხეული მტკიოდა, მახსოვს როგორ მეპყრობოდა,როცა მასთან ვმუშაობდი.

'-გამარჯობა მედისონ.-მისტერ მეთიუსმა გამიღიმა,როცა მაგიდასთან დავჯექი და ნაილთან ჩხუბზე ვფიქრობდი.

His Ex WifeWhere stories live. Discover now