ეპილოგი

1.8K 131 12
                                    

7 წლის შემედგ

Madison's POV

-ნოა!-უკან გავეკიდე წლინახევრის ბიჭს, როცა ლეკვთან ერთად ბაღში გაიქცა.

-ნოა!ახლავე შეწყვიტე.-ვუთხარი.
შემობრუნდა,ჩემსკენ გამოიქცა და ხელებში შემომახტა.

-რამდენჯერ უნდა გითხრა არ გაიქცე!-  რაღაც გაუგებრად ჩაიბუტბუტა,როდესაც ხელი ლოყაზე დამადო.მძიმედ ამოვიოხრე,რადგან მასზე გაბარზებული ვერასოდეს ვიქნები.

-შიგნით შედი და გამოიცვალე.

-დედა...-თქვა და თავი მხარზე დამადო.ოდნავ გავიღიმე. ახლახანს დედა თქვა,მისი პირველი სიტყვა და არ შემიძლია ტირილის შეკავება,როგორც ყოველთვის.

-დედა ევანი არ მაძლევს ჩემს ბარბის სათამაშოს.-ლოტიმ ამოიოხრა.ექვსი წლისაა და მამიკოს გოგოა,როგორც მისი უფროსი და.

-ევან!დაუბრუნე ლოტის სათამაშო.-ვთქვი და ნოას საააბაზანოში შევედი და დავბანე.

ერთი საათის შემდეგ ყველა სასადილო ოთახში ვისხედით და ნაილის სახლში მოსვლას ველოდებოდით. ნოას ბავშვის საჭმელი ვაჭამე,რადგან თავისი ადგილიდან ადგომას ცდილობდა.

-გამარჯობა ოჯახო.-გავიგე ჩემი ქმარის  ხმა ჩემს უკან.

-მამიკო!-ლოტი და ემმა მისკენ გაიქცნენ და ჩამეხუტნენ,ნოამ ტაში დაუკრა,ევანმა კი ხელი დაუქნია.

-გამარჯობა მამა.-მიესალმა.

-ჩემი პატარა გოგონები.-ორივეს ლოყაზე აკოცა,სანამ ნოასკენ წამოვიდოდა და თავზე აკოცებდა,
შემდეგ ევანს.საბოლოოდ ჩემთან მოვიდა და გამიღიმა,რაზეც მუცელში პეპლები ამიფრიალდა.

წლების შემდეგაც კი ისევ მაწითლებს,მის დანახვაზე მუცელში პეპლებს ისევ ვგრძნობ და ისევ ვუყვარვარ უპირობოდ.

-გამარჯობა მისის ჰორან.-გაიღიმა. თვალები გადავატრიალე.ცოტახნის წინ დაასრულა 'The fifty shades' ტრილოგიის კითხვა და 'მისის ჰორანის' დაძახება დაიწყო, როგორც კრისტიან გრეი უძახის მის ცოლს 'მისის გრეის'.
 
-არ აპირებ შეწყვიტო?-გავწითლდი როცა ეს სიტყვები ვთქვი. თავმომწონედ გამიღიმა და თავი გააქნია 'არა'-ს ნიშნად,სანამ დაიხრებოდა და ტუჩებზე მაკოცებდა,როგორც კი მისი ტუჩები შემეხო გარშემო სიცილის ხმა გავიგე, რაზეც კიდევ უფრო გავწითლდი. ნაილი მომშორდა და გამიღიმა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now