თავი 46

988 99 3
                                    

Niall's POV

-სერ, ეს ადგილია ჩვენი გამოძიების მიხედვით.-თქვა ოფიცერმა და მანქანაში ჩაჯდა.

ფანჯრიდან გავიხედე და შენობას შევხედე,რომელსაც ზოგ ადგილას ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი.

-შიგნით შევიდეთ.-ვთქვი სწრაფად.

-არა სერ,თქვენ ვერ შემოხვალთ, ეს საშიშია. არ ვიცით შიგნით რამდენი ადამინაია და რა სახის იარაღი აქვთ.-ამიხსნა ოფიცერმა.

-თქვენ გგონიათ აქ ვიჯდები,როცა ჩემი ცოლი შიგნითაა და იტანჯება?!-დავუყვირე ნერვებ მოშლილმა.

-უნდა წავიდე,სანამ ისინი რამეს დაუშვებენ და გავარკვიო ეს ვინ ჯანდაბამ გააკეთა.-ვთქვი და მანქანიდან გადავედი.

-ნაილ! დამშვიდდი!.-ლიამი გარეთ გამომყვა.
-მას ვიპოვნით, კარგად იქნება ნუ ღელავ.-ეცადა დავემშვიდებინე, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია დავმშვიდდე, რადგან ჩემი ცხოვრების სიყვარული მოიტაცეს და ალბათ რამე დაუშავეს.

-ნაილ ლიამი მართალია, ფრთხილად უნდა ვიყოთ.-თქვა ლუიმ.

-კარგი, მაგრამ შიგნით შევალთ.-ვთქვი და შიგნი შესვლა დავიწყე, მათი დაცდის გარეშე.

-გამოფხიზლდით ძმაო.-გავიგე ლუის ნათქვამი, ლიამი შიგნით გამომყვა.ერთ-ერთი პოლიციელი შემოგვიერთდა, მე კი იარაღი ამოვიღე. პოლიციელმა კარები ფეხით შეანგრია, იარაღი ავწიე,მაგრამ გაოცებულები დავრჩით,როდესაც არავინ დაგვხვდა. შეიძლება არასწორ ადგილას მოვედით. შეიძლება მედისონი აქ არაა.

-მომშორდი!-ზევიდან ხმა მომესმა, წამიც არ დამჭირვებია მივმხვდარიყავი ვინ იყო.

მედისონი.

მედისონი აქ არის.

სწორ ადგილას ვართ.

-ეს მედისონია.-ვთქვი. ლიამმა და პოლიციელმა თავი დამიქნიეს და ზევით ნელი ნაბიჯებით წავედით.

-შე.-მალევე კაცის ხმაც მომესმა,თუმცა ვერ ვიცანი ვის  ეკუთვნოდა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now