თავი 10

2K 145 3
                                    

ოთახში მომაკვდიმებელი სიჩუმე ჩამოწვა,ორივე თვალებ გაფართოებული მიყურებდა.

-ნაილი ჩვენი მამიკოა?-ემამ სიჩუმე დაარღვია.თავი დავუქნიე, მან კი ნაილს შეხედა.მეც იგივე გავაკეთე.ნაილი მას თბილად უღიმოდა, მოულოდნელად კი ემა მისკენ გაიქცა და მისი პატარა ხელები კისერზე შემოეხვია.ნაილიც ჩაეხუტა და ხელში აიყვანა.ევანს შევხედე,რომელიც მას ინტერესით  უყურებდა.

-ჩემი მამიკო?-მკითხა.თავი უხმოდ დავუქნიე.ევანი ჩემსკენ შემობრუნდა და ჩამეხუტა,მეც ჩავეხუტე,შემდეგ კი ნაილისკენ გაიქცა.მანაც ერთი ხელი მოხვია და ორივეს ძლიერად ჩაეხუტა.

უბრალოდ თვალცრემლიანი ვიდექი,როცა სამივე ერთად,  ერთმანეთის მკლავებში მოქცეული დავინახე.ნაილის თვალები ჩემს ცრემლიან თვალებს შეხვდა, რის გამოც მაშინვე სხვა მხარეს  გავიხედე.არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ ერთმანეთს საბოლოოდ მოშორდნენ.

-მამიკო.-ემამ ფართოდ გაიღიმა და ნაილს თბილი თვალებით შეხედა.

-როგორც იქნა მეც მყავს მამიკო,როგორ სხვა ბავშვებს.-თქვა სიხარულით და ისევ ჩაეხუტა.ნაილმა გაუღია და ისიც ჩაეხუტა.თავზე აკოცა და ევანს შეხედა.ისიც ყურებამდე უღიმოდა.მთელი ამ წლების მანძილზე,არ ვიცოდი რომ მათ მამა სჭირდებოდათ.ახლა გავაანალიზე რამდენად სტკიოდათ გული,როცა სხვა ბავშვები ორივე მშობელთან ერთად დადიოდნენ,მათ კი მხოლოდ დედა ჰყავდათ,მაგრამ ყველა ბავშვის მშობელი ნაილისგან განსხვავებით ეჭვიანობით დაბრმავებული არ იყო.

ის იყო.

ჩემთან არც კი მოსულა და არაფერი უკითხავს,როცა იფიქრა,რომ ვღალატობდი, ჩემს საუკეთესო მეგობართან. იატაკიდან ავდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე,მინდოდა მათთვის დრო მიმეცა და მეც მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი საკუთარ თავთან,სანამ ჰოლში მივიდოდი პატარა თითების შეხება ვიგრძენი მაჯაზე.შევბრუნდი და ევანი დავინახე, რომელიც ყურებამდე მიღიმოდა.

His Ex WifeTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon