თავი 8

2K 145 8
                                    

მთელი კვირა საშინელი იყო.ჩემი ფიქრები მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. მასზე ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა,რომ ეს არ მინდოდა. გონებას მირევს და მოსვენებას არ მაძლევს, რის გამოც სამუშაოზე ვერ ვკონცენტრირდები.

-ემა!ევან!-ბავშვებს დავუძახე და ფიქრები გავფანტე.მხოლოდ მათ შეუძლიათ,თავი უკეთესად მაგრძნობინონ.

-ხო დედა?-თქვა ევანმა.

-ლანჩისთვის რა გინდათ,რომ ჭამოთ?-ვკითხე მათ.

-ქათმის ყველიანი სენდვიჩი!-თქვა ევანმა გახარებულმა.ემას შევხედე,რომელმაც ევანს უბრალოდ თავი  დაუქნია, თანხმობის ნიშნად თუმცა არაფერი უთქვამს.

-მაშინ კარგი!-ვთქვი და ლანჩის მომზადება დავიწყე.

როცა საბოლოოდ ლანჩის მზადებას ვიწყებ,ევანიც მაშინ იწყებს ლაპრაკს,ემა კი ისვე უბრალოდ ჩუმადაა.ის თავის წიგნში ანიმაციის გმირებს აფერადებს და ვხვდები,რომ სხვა სამყაროშია გადასული. ნერვიულობა დავიწყე,უნდა მეკითხა რა დაემართა,მაგრამ ევანმა ისევ ლაპარაკი დაიწყო.

-დედა! თითქმის დამავიწყდა.ხვალ მშობლების შეხვედრა გვაქვს სკოლაში.-თქვა ევანმა.

-იქ აუცილებლად უნდა იყო.-სწრაფადვე დაამატა.ემამ შემომხედა,ვხვდებოდი რაღაცის კითხვა უნდოდა,თუმცა თავს რარომღაც თავს იკავებდა.

-იქ ვიქნები...-შევპირდი.

-ყველა ბავშვი დედიკოთან და მამიკოსთან ერთად მოდიან,მაგრამ ჩვენ მხოლოდ დედიკოსთან ერთად.-თქვა ემამ ხაზგასმით.

ისეთი სიტუაციაა,რომელსაც აუცილებლად უნდა ვუპასუხო. ბავშვებს უნდა მოვუყვე მამაზე,რომელმაც  მათი დედის გული გაანადგურა და ნდობა სამუდამოდ მოუკლა, რომელმაც არ მათქმევინა,რომ მამა ხდებოდა.

მამა,რომელმაც დაგვტოვა  როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

-ჰო იმიტომ რომ მამა არ გვყავს, ემა.-ევანმა ემას უთხრა,მაგრამ ორივე ინტენსიურად მიყურებდა...არ ვიცი.

His Ex WifeWhere stories live. Discover now