თავი 42

1K 106 8
                                    

Madison's POV

სელინ ვილიამსი.

აქ რა ჯანდაბას აკეთებს?

აქ ჩემს სახლში?

ქალი რომელიც ყველაზე მეტად მძულდა ახლა ჩემს წინ იდგა და ჩემი სხეულიდან ყოველ გრამ მოთმინებას მწოვდა, საკუთარი თავი უნდა გავაკონტროლო,რომ ეს ქალი შუაზე არ გავგლიჯო.ვეცადე ჩემი ძალადობრივი ფიქრები მეკონტროლებინა.

-რა გინდა?-ვკითხე და ვეცადე საკუთარი თავი დამემშვიდებინა.

-ნაილი მინდა.-უმანკოდ გამიღიმა. ერთმანეთს მივაშტერდით. ჩემს უკან გაიხედა, შემდეგ კი დიდზე გაიღიმა.

-ჰეი პატარავ!-ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა,მხარი გამკრა და  სახლში შემოვიდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე.როდესაც შევბრუნდი,ნაილი დავინახე, რომელიც ბავშვებთან ერთად აქ იდგა.როცა სელინი დაინახა წარბები შეკრა და თვალებში სიბრაზე დაეტყო.

-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაბრაზებული ტონით.

-მომენატრე.-გავიგე როგორ თქვა და ხელები ყელზე შემოხვია. უბრალოდ ვიდექი და ველოდი როდის მოიქმედებდა ნაილი რაიმეს,თუმცა არაფერი გაუკეთებია.

-როგორი იყო ლონდონში შენი მოგზაურობა?-ჰკითხა და ოდნავ მოშორდა,რომ მისთვის კარგად შეეხედა.

-კარგი იყო.-უპასუხა და მოშორდა. მის უკან გამოიხედა და თვალებში შემომხედა. ნერვიულობა ეტყობოდა. არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე, ამიტომ მისგან გავიხედე.

-უმ...მოგვიანებით გნახავ,ახლა ცოტა დაკავებული ვარ.-თქვა ნერვიული ტონით.

-კარგი მაშინ ამ საღამოს?-ჰკითხა და შემეძლო მის ხმაში ღიმილი მეგრძნო. ისევ ნაილს შევხედე, რომელიც სელინს უყურებდა.ჯერ კიდევ მახსოვს ის  დღე, როდესაც მის ოფისში ვიყავი განქორწინების საბუთებზე ხელის მოსაწერად, ნაილი მას ზუსტად ასე უყურებდა. თვალები ცრემლით  ამევს. დავინახე თავი,როგორ დაუქნია, სელინი ახლოს მივიდა და ლოყაზე აკოცა. ლოყის შიგნიდან ვიკბინე,რომ ტირილი შემეწყვიტა.

His Ex WifeOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz