His Ex Wife

By MetreveliB

83.5K 6.4K 209

რა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლ... More

პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
ეპილოგი

თავი 42

1K 106 8
By MetreveliB

Madison's POV

სელინ ვილიამსი.

აქ რა ჯანდაბას აკეთებს?

აქ ჩემს სახლში?

ქალი რომელიც ყველაზე მეტად მძულდა ახლა ჩემს წინ იდგა და ჩემი სხეულიდან ყოველ გრამ მოთმინებას მწოვდა, საკუთარი თავი უნდა გავაკონტროლო,რომ ეს ქალი შუაზე არ გავგლიჯო.ვეცადე ჩემი ძალადობრივი ფიქრები მეკონტროლებინა.

-რა გინდა?-ვკითხე და ვეცადე საკუთარი თავი დამემშვიდებინა.

-ნაილი მინდა.-უმანკოდ გამიღიმა. ერთმანეთს მივაშტერდით. ჩემს უკან გაიხედა, შემდეგ კი დიდზე გაიღიმა.

-ჰეი პატარავ!-ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა,მხარი გამკრა და  სახლში შემოვიდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე.როდესაც შევბრუნდი,ნაილი დავინახე, რომელიც ბავშვებთან ერთად აქ იდგა.როცა სელინი დაინახა წარბები შეკრა და თვალებში სიბრაზე დაეტყო.

-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაბრაზებული ტონით.

-მომენატრე.-გავიგე როგორ თქვა და ხელები ყელზე შემოხვია. უბრალოდ ვიდექი და ველოდი როდის მოიქმედებდა ნაილი რაიმეს,თუმცა არაფერი გაუკეთებია.

-როგორი იყო ლონდონში შენი მოგზაურობა?-ჰკითხა და ოდნავ მოშორდა,რომ მისთვის კარგად შეეხედა.

-კარგი იყო.-უპასუხა და მოშორდა. მის უკან გამოიხედა და თვალებში შემომხედა. ნერვიულობა ეტყობოდა. არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე, ამიტომ მისგან გავიხედე.

-უმ...მოგვიანებით გნახავ,ახლა ცოტა დაკავებული ვარ.-თქვა ნერვიული ტონით.

-კარგი მაშინ ამ საღამოს?-ჰკითხა და შემეძლო მის ხმაში ღიმილი მეგრძნო. ისევ ნაილს შევხედე, რომელიც სელინს უყურებდა.ჯერ კიდევ მახსოვს ის  დღე, როდესაც მის ოფისში ვიყავი განქორწინების საბუთებზე ხელის მოსაწერად, ნაილი მას ზუსტად ასე უყურებდა. თვალები ცრემლით  ამევს. დავინახე თავი,როგორ დაუქნია, სელინი ახლოს მივიდა და ლოყაზე აკოცა. ლოყის შიგნიდან ვიკბინე,რომ ტირილი შემეწყვიტა.

სელინი შემობრუნდა და კარისკენ წამოვიდა სადაც მე ვიდექი.

-ნახვამდის მედისონ.-თავდაჯერებულმა გაიღიმა. ვუყურებდი კარიდან როგორ გავიდა და შავ მერსედესს მიუახლოვდა, რომელიც ელოდებოდა.

-წავედით?-ნაილმა ჩემს უკან იკითხა. შევბრუნდი და დავინახე, რომ ნაილი ჩემს გვერდით ბავშვებთან ერთად იდგა.მას შევხედე. ქვედა ტუჩს ნერვიულად კბენდა და მე მიყურებდა.

-აღარ მშია.-ამოვიოხრე და შუბლი 'მოვისრისე'. ბავშვებს შევხედე,რომლებიც ერთმანეთს უყურებდნენ და საერთოდ არ იცოდნენ რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს.

-თქვენ წადით,რამე ჭამეთ და უკან დაბრუნდით.არანაირი ნაყინი.

-მედისონ.-ნაილმა ბავშვებს ხელი გაუშვა, ახლოს მოვიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.

-სელინს ჩვენს შორის ნუ ჩააყენებ. ჩემთვის ის არაფერს ნიშნავს.-თქვა დამაჯერებელი ხმით

ვიცი რასაც ამობობს სიმართლეა, მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ 'გავატარო' ის რაც ახლახანს მოხდა. ნაილთან ერთად ის იყო როდესაც მე არ ვიყავი და ეს ძალიან მაწუხებს.

-პატარავ გთხოვ.-შემეხვეწა.მძიმედ ამოვიოხრე.

-წავიდეთ ვისაუზმოთ და ჩვენი დღით ერთად ვისიამოვნოთ, როგორც ბედმიერმა ოჯახმა,კარგი?-გამიღია. მეც გავუღიმე.

-წავედით.-თქვა და მეც თავი დავუქნიე.

***

იმ დროისთვის როდესაც სახლში დავბრუნდით შუადღე იყო,მაგრამ რადგან არცერთი ჩვენგანი მშიერი არ იყო არაფერი მომიმზადებია. ბავშვების საძინებელში შევედი,რომ დრო მათთან გამეტარებინა.

-დედიკო!-ევანი შემომახტა ოთახში შესვლის დროს. ჩავიცინე,ხელში დავიჭირე და ლოყაზე ვაკოცე, რაზეც ხმამაღლა ჩაიხითხითა.

-რას აკეთებთ?-ვკითხე.

-დედიკო სკოლაში წასვლა გვინდა, სახლში მოსაწყენია.-ამოიღმუვლა ემამ, ევანიც მას დაეთამხმა.

-შეგვიძლია სკოლაში წავიდეთ?-ტუჩი გადმოაგდო.

-რა თქმა უნდა შეგიძლიათ.-გავიგე ჩემს უკან ხმა.ნაილია.

-მაგრამ.-დაიწყო,როცა იატაკზე შემოგვიერთდა. ემა მასთან მიცოცდა და კალთაში ჩაუჯდა. გაუღიმა სანამ გააგრძელებდა.
-ლონდონში შემდეგ კვირას გადავდივართ,შემდეგ შეგეძლებათ სკოლაში წასვლა კარგი?-ჰკითხა მათ.

-შემდეგ კვირას?-გაოცებულმა შევხედე.
-ჩემთვის ეს არ გითქვამს.-ვთქვი გაბრაზებული ტონით.

-ახლა გეუბნები.-წარბები შეჭმუხნა. არ ვიცი რატომ,თუმცა მის პასუხზე ძალიან გავბრაზდი.

-არ შეგვიძლია უბრალოდ ერთ კვირაში გადავიდეთ ნაილ.-ხმამაღლა ვთქვი.უკან დაიხია და დაბნეულმა შემომხედა.

-არ შეგიძლია ყველა გადაწყვეტილება შენთვის მიიღო.არ შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო.-ხმას ავუწიე.

არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ, ლონდონში შემდეგ კვირას გადასვლაზე თუ სელინზე...! არ მინდა ჩემს შეკითხვას ვუპასუხო.

-რა გემართება?-ადგა და ზემოდან დამხედა.სახეზე გაღიზიანება დაეტყო.

-შენ რა გემართება?!-დავუყვირე. როცა ჩემი ხმა გავიგე,მივხვდი რომ ბავშვები ისევ აქ არიან.შევბრუნდი და მათ შევხედე, ერთმანეთს უყურებდნენ, შემდეგ კი ჩემსკენ შემობრუნდნენ, მერე ნაილისკენ. ჯანდაბა!

-მედისონ-.საუბარი დაიწყო,მაგრამ გავაჩერე.

-უმ...ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.- ვთქვი და  შევხედე, ამოიოხრა და ოთახიდან სიტყვის თქმის გარეშე გავიდა. მეც ამოვიოხრე.

-გინდათ რამე ჭამოთ?-ვკითხე. ორივემ თავი გააქნიეს.

-თუ რამე მოგინდებათ ჩემს ოთახში ვიქნები,კარგი?-ვთქვი.თავი დამიქნიეს.მეც დავუქნე და ოთახიდან გავედი. როცა ოთახში შევედი,ნაილი ტელეფონზე საუბრობდა.

-შესანიშნავია ზეინ გილოცავ.-თქვა ტელეფონზე.როდესაც შენიშნა,რომ ოთახში შევედი, შემომხედა და მაშინვე ისევ გაიხედა. ვიგრძენი ჩვენს გარშემო დაძაბულობამ, როგორ მოიმატა,ამ სიტუაციის გამო.

-მასზე იზრუნე კარგი?-ტელეფონზე საუბარი გააგრძელა და ვიგრძენი,როგორ დამაიგნორა. თვალები გადავატრიალე და საწოლზე დავჯექი.ნაილმა კი ისევ ტელეფონზე საუბარი გააგრძელა.

-ნაილ უნდა ვილაპარაკოთ.-ვთქვი.შემომხედა,ხელი ასწია და ტელეფონზე მანიშნა.რამდენიმე წამით ვუყურე,სანამ გაიხედავდა. გული ამიჩქარდა,როდესაც ჩემს მიმართ ცივად მოქცევა დაიწყო.

ჩემზე გაბრაზებული რატომაა?

აქ ერთადერთი გაბრაზებული მე უნდა ვიყო,როცა ტელეფონზე საუბარი გააგრძელა საწოლზე დავწექი,საბანი გადავიფარე, თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე.

რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, გავიგე როგორ უთხრა 'ნახვამდის' ზეინს. ჩემს გვერდით საწოლი ჩაიზნიქა, რამაც მამცნო,რომ საწოლზე დაჯდა.

-მედ-.სანამ საბოლოოდ დამიძახებდა, ტელეფონმა დაურეკა. გავიგე როგორ ამოიოხრა და ზარს უპასუხა.ვეცადე დამეძინა. არ მინდა დამელაპარაკოს და არ მინდა მე დაველაპარაკო.

-სელინ.-უპასუხა, მე კი იმ ქალის სახელის გაგონებისას ლამის გული გამიჩერდა.

-ჰო....ოჰ ეს შესანიშნავია.კარგია.... არაფერს,ეს ესაა ზეინთან საუბარი დავასრულე....ახლა მოსვლა არ შემიძლია....ცოტა დაკავებული ვარ... კარგი, მანდ ნახევარ საათში ვიქნები.... კარგი, ნახვამდის.-საუბარი დაასრულა და ტელეფონი გათიშა.

-ვიცი რომ გღვიძავს.-თქვა ნაილმა,რის გამოც თვალები გავახილე.

-არც მითქვამს,რომ მეძინა.-გაბრაზებულმა ვუპასუხე.

-ვწუხვარ,რომ ჩვენი გადასვლის შესახებ უფრო ადრე არ გითხარი, უბრალოდ დამავიწყდა.- ამოიოხრა და ხელი ხელზე დამადო.ინსტიქტურად მისი ხელი უხეშად მოვიშორე. არ ვიცი რატომ მაგრამ მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ!შესაძლოა მიზეზი ვიცი,მაგრამ ამის აღიარება საკუთარ თავთან არ მსურდა.

-ჰეი გითხარი, რომ ვწუხვარ.-ისევ სცადა ჩემი ხელის დაჭერა.

-წადი სელინს  შეხვდი!-დავუყვირე. შოკირებული იყო,როცა შემომხედა.

-შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ! ყოველთვის ამას რატომ მიკეთებ!-ყვირილი გავაგრძელე.

-პატარავ დამშვიდდი.-საწოლიდან ადგა და ჩემს გვერდით დაჯდა. ავდექი და მისგან გავიწიე. თვალებში ტკივილი ჩაუდა,თუმცა სწრაფად  დამალა.

-მომისმინე მედისონ.-მხრები დამიჭირა,მე კი ვეცადე მომეშორებინა.

-არაფრის მოსმენა არ მინდა! მანამდე არ დაგელაპარაკები,სანამ მასთან კავშირს არ გაწყვეტ.-ამოვიღრინე.

-ამის გაკეთება არ შემიძლია მედინოს... ის მჭირდება.-თქვა.მე კი მის პასუხზე გული დაიმსხვრა.თვალებ გაფართოებულმა შემომხედა.

-არა!არა მასე არა.- შუბლი მოისრისა.

-მან...ჩემთვის უნდა იმუშაოს.არის რაღაც რაც მისგან უნდა მივიღო. ასე რომ არ შემიძლია უბრალოდ დავაიგნორო და მასთან კავშირი გავწყვიტო.-ეცადა აეხსნა.

ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებდა მისი სიტყვები იყო... ის მჭირდება. მას ის ჭირდება.რატომ? რას არ მეუბნება? ყოველთვის იმას რატომ მეუბნება,რომ მან მისთვის უნდა იმუშაოს?ეს ასეთი მტკივნეული რატომ არის?

-რა სამუშაო?-ვკითხე დაბალი ხმით.

-არ შემიძლია გითხრა,ამის გამო სტრესში იქნება და  შენთვის კარგი არაა.-თქვა და მუცელზე შემხედა.

-შენ ვერ გადაწყვიტავ რა უნდა ვიცოდე და რა არა!ახლავე მეტყვი რას მალავ.-ვთქვი ძალიან სერიოზულად. მძიმედ ამოვისუნთქე და ვეცადე სიბრაზე მეკონტროლებინა.

-არ შემიძლია გითხრა მედისონ! ამის გაგება რატომ არ შეგიძლია?-დამიყვირა.თვალები  ცრემლით ამევსო.

-მაპატიე.-ბოდიში მომიხადა.

-არ შემიძლია გითხრა მედისონ,გთხოვ გამიგე.-თქვა. პასუხი არ გამიცია,რაზეც ამოიოხრა. ტელეფონმა დაურაკა და ისევ ამოიოხრა.

-უნდა წავიდე.-ადგა,დაიხარა და თავზე მაკოცა.

-მიყვარხარ.-თქვა და ჩემს პასუხს დაელოდა.როდესაც არ ვუპასუხე, მტკივნეული გამომეტყველებით შემომხედა და ოთახი დატოვა.

საწოლზე დავწექი და სანამ, მივხვდებოდი ცრემლები წამომივიდა.

Continue Reading

You'll Also Like

delay. By mik

Fanfiction

60.2K 2K 24
"we may not be perfect, but the safest hands are our own." * completed * * sequel to: speedy * * cover done by: gutters- *
1M 38.3K 90
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...
13.4K 852 26
"ქალი ან უნდა გააღმერთო,ან მიატოვო.ყველაფერი დანარჩენი არის-ტყუილი"-ერიხ მარია რემარკი. Zayn Malik's Georgian Fanfiction🔻
40.4K 752 27
{ Human AU } Peridot is a 15 years old girl and a nerd , smart and quiet and while shes going to a new school , she met a girl with blue eyes and a...