His Ex Wife

By MetreveliB

83.6K 6.4K 209

რა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლ... More

პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
ეპილოგი

თავი 28

1.4K 111 8
By MetreveliB

Madison's POV

-ამ დროის განმავლობაში როგორ იყავი?-მკითხა ზეინმა.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ აქაა.

-კარგად ვიყავი.-გავუღიმე,თვითონაც გამიღიმა.

-პერი როგორაა?-ვკითხე.სახიდან ფერი გადაუვიდა და ღიმილი გაუქრა.

-უმ...ჩვენ...უმ.-ენა დაება.

-ერთმანეთს დაშორდნენ.-ნაილმა შეაწყვეტინა.

რა? პერი და ზეინი დაშორდნენ? ჯანდაბა ეს როგორ მოხდა? ერთმანეთი ორივეს ძალიან უყვარდათ,დანიშნულებიც იყვნენ და ერთმანეთსაც ენდობოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაშორდნენ?

-რა?როგორ?რატომ.-კითხვები ერთი მეორეს მიყოლებით მივაყარე.

-მოგვიანებით აგიხსნი.-ზეინმა ამოიოხრა.

-ბავშვები სად არიან? მინდა მათ შევხვდე.-თქვა და დიდზე გაიღიმა.

-მოდი.-ვთქვი,ხელი ჩავკიდე და შიგნით შევიყვანე.

-ემა!ევან! აქ მოდით.-ბავშვებს დავუძახე.ორივე ადგა და ჩემი მიმართულებით გამოიქცნენ.ზეინი მათ წინ ჩაიმუხლა.

-ბავშვებო გაიცანით თქვენი ბიძა ზეინი.მამათქვენის საუკეთესო მეგობარია.-ვთქვი ღიმილით.

-გამარჯობა ბიძია ზეინ.-ორივე მათგანი მიესალმა.

-გამარჯობათ ბავშვებო.ზეინი დამიძახეთ. ბიძია არ დამიძახოთ თავს მოხუცად ვგრძნობ და მე მოხუცი არ ვარ.-გაიხუმრა.

-დაბადების დღეს გილოცავთ.

-კარგი ლანჩზე წავიდეთ.მშია და თან მალე უნდა წავიდეთ სიურპრიზისთვის.- თქვა ნაილმა ჩვენს უკან.თავი დავუქნიე და ნაილთან ერთად სამზარეულოში წავედი,ხოლო ზეინი ყველას მიესალმა.

-ისევ არ მეუბნები სად მივდივართ და რა არის სიურპრიზი?-ვკითხე ნაილს,როცა მარტო დავრჩით.

-არა.გთხოვ ორი წყვილი ტანსაცმელი ჩაალაგე,
განსაკუთრებული არაფერი.-თქვა და კარადიდან ღვინის ბოთლი გამოიღო.

-ტანსაცმელი? რატომ?-ვკითხე დაბნეულმა.

-სიურპრიზი რაღაც მიზეზის გამო ჰქვია.-თვალები გადაატრიალა,მე კი ჩავიცინე.

ლანჩი ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში ძალიან კარგად წავიდა.თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ყოველ წელს ამ დღეს მხოლოდ მე და ბავშვები ვიყავით,ჩემი მშობლების სახლში ჩემი დის ოჯახთან ერთად,ზოგჯერ ლიამიც გვიერთდებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა ამ ხალხთან ერთად ძალიან კარგია. ბავშვებიც ძალიან ბედნიერები არიან,რაც მეც ძალიან მაბედნიერებს. კარგი გრძნობაა,როდესაც ყველა უკან დაბრუნდა.

****

-კარგად ხარ?-მკითხა ნაილმა როცა ჩემოდანში ბოლო ტანსაცმელი ჩადო.

-კი კარგად ვარ.-გავუღიმე.

-ნახევარ საათში მივდივართ.-გამოაცხადა.

-სად მივდივართ?-ვკითხე თუმცა ვიცი,რომ არ მიპასუხებს.თავი გააქნია და ოთახი დატოვა.

საღამოს ექვის საათია და სახლი უკვე ყველამ დატოვა.ზეინი მის ძველ მეგობარს უნდა შეხვედროდა,თუმცა დამპირდა,რომ როცა დავბრუდებოდით შემხვდებოდა.

ბავშვები სტუმრებისგან მიღებულ საჩუქრებს ხსნიან,მე კი ტანსაცმელს ვალაგებ,როგორც ნაილმა მითხრა.

-მედი! უნდა წავიდეთ.-დამიძახა ნაილმა დაბლიდან.მის ზედმეტსახელზე გავიღიმე და ჩემი ნივთები მოვაგროვე.
-მედი.-ისევ დამიძახა.

-მოვდივარ.-ვუპასუხე და ჩანთა დაბლა წავიღე.

-როგორც იქნა.-თქვა ნაილმა,ჩანთა გამომართვა და პოლს მიაწოდა.ბავშვები უკვე მომზადებულები იყვნენ.

-მზად ვარ.-გავუღიმე და ყველა სახლიდან გავედით. კარი ჩავკეტე და გასაღები ჩანთაში ჩავდე.
ყველა მანქანაში ჩავჯექით და წავედით.

საათ ნახევრის შემდეგ პოლმა მანქანა აეროპორტთან გააჩერა და ნაილი გადავიდა. აეროპორტში რა ჯანდაბას ვაკეთებთ?პოლი ჩემს მხარეს მოვიდა და კარი გამიღო. გადავედი და ნაილისკენ შევბრუნდი.

-აეროპორტში რას ვაკეთებთ?-ვკითხე დაბნეულმა.

-მოცდა არ შეგიძლია არა?-ამოიოხრა.

-მალე გაიგებ,ნუ ღელავ. ახლა წავიდეთ.-თქვა და ბავშვები მანქანიდან გამოვიდნენ.ევანს ხელი ჩავკიდე,ნაილმა კი ემა აიყვანა ხელში. ნაილი შავ პიჯაკში გამოწყობილი კაცისკენ წავიდა,კაცი კი თავისი ადგილიდან მაშინვე წამოდგა.

-საღამო მშვიდობისა მისტერ ჰორან.- ნაილს მიესალმა.

-ყველაფერი ადგილზეა?-ჰკითხა ნაილმა კაცს და მანაც თავი დაუქნია.

-დიახ სერ.აქეთ წამოდით გთხოვთ.-თქვა და ტერმინალისკენ გაგვიძღვა. კარიდან ყოველგვარი პასპორტის და ბილეთების შემოწმების გარეშე გავედით,თუმცა შემდეგ გამახსენდა,რომ ნაილთან ერთად მათ არასოდეს ვიყენებდი.

შავი მანქანა ჩვენს წინ გაჩერდა, ნაილმა კი ჩვენთვის კარი გააღო.

ყველანი მანქანაში ჩავსხედით და წავედით.

-თქვენი თვითმფრინავი სერ.უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ სერ, მე'ემ.- თქვა და უკან მანქანაში დაბრუნდა.

-წამოდი.-თქვა ნაილმა. მე კი ისევ სულელივით ვფიქრობ რა ხდება. უფრო სწორედ მივხვდი,რომ სადღაც მივფრინავთ მაგრამ სად?

-პატარვ დამშვიდდი,წამოდი.-თქვა.თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა.მის დაძახებულ სახელზე გავწითლდი და ბავშვებს კიბეებზე ასვლაში დავეხმარე.

-ძალიან აღელვებული ვარ!-თქვა ევანმა გახარებულმა. თვითმფრინავით მისი პირველი მგზავრობა არაა, ერთხელ ჰავაიზეც ვიყავით.

-მეც.-დაეთანხმა ემა.

-მეც.-მათ ნაილიც შეუერთდა და ბავშვები თავიანთ ადგილზე დასვა. შემდეგ მივხვდი,რომ თვითმფრინავში ჩვენს გარდა არავინ იყო.მახსოვს ერთხელ მე და ნაილი იგივე თვითმფრინავით ნიუ-იორკში ჩემს მშობლებთან წავედით შობის  აღსანისნავად. ოდნავ გავწითლდი, როცა გამახსენდა,როგორ დავკავდით სიყვარულით საძინებელში.

-შენც გაგახსენდა არა?- მკითხა ნაილმა. მისკენ შევბრუნდი.
როგორ შეუძლია ასე კარგად მიცნობდეს? საიდან იცის რას ვფიქრობ?

-მეც მაგაზე ვფიქრობ.-გამიღიმა.

-წამოდი ჩვენს ადგილებზე დავსხდეთ.-ხელი ჩემს ზურგზე მოათავსა,მე კი მის შეხებაზე გამაკანკალა.

რამდენიმე საათის შემდეგ,ნაილი მაღვიძებს და მთხოვს,რომ ღვედი შევიკრა,რადგან თვითმფრინავი ეშვება.მძიმედ ამოვიოხრე.ეს მომენტი მეზიზღება და ძალიან მეშინია. ვიგრძენი ნაილმა ხელი ხელზე როგორ მომიჭირა.

-ნუ გეშინია.-გამიღიმა.მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე.ახსოვს, რათქმაუნდა ახსოვს. გავიღიმე და ბავშვებს შევხედე,რომლებიც იღიმოდნენ და მათ სკოლელ ბიჭზე ლაპარაკობდა.

ბავშვების საუბარში იმდენად ვიყავი ჩართული,რომ თვითმფრინავი დაშვებაც კი ვერ გავიგე. მაგრამ შემდეგ პილოტმა ისეთი სიტყვები თქვა,რომ გული გამიჩერდა.

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში,სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ.-ნაილს შოკირებული გამომეტყველებით შევხედე, რომელიც დიდზე მიღიმოდა.

Continue Reading

You'll Also Like

18.4K 1.4K 28
Gjithçka do të ndryshojë kur Abigeili tenton të vetëvritet. Te fshehta te medha do te dalin nr shesh dhe do tiatorturojne shpirtin. çfarë do të ndodh...
28.3K 1.7K 24
-რა გაცინებს ? წარბი ავუწიე. -პატარავ იეჭვიანე? კითხულობს გაღიმებული. -არა იმ ბოზზე რა მაეჭვიანებდა . თავლები გადავატრიალე . ჰარი გადმოიხარა და მაკოც...
6.2K 95 6
this is a story about Zack and the reader. Zack never met Rachel. This is my first so please don't judge me😟 *Edit- this story is incomplete and i...
27.8K 1.5K 27
ერთ დღეს,სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა...