His Ex Wife

By MetreveliB

83.5K 6.4K 209

რა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლ... More

პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
ეპილოგი

თავი 18

1.6K 138 4
By MetreveliB

Madison's POV

ჩემს თავს სარკეში ბოლოჯერ შევხედე და ამოვიოხრე. სულ ერთია რაც არ უნდა გავაკეთო, რამდენი მაკიაჟიც არ უნდა წავისვა,მუქ რგოლებს თვალების ქვეშ ვერაფერს ვუხერხებ. წუხელ ვერ დავიძინე,რადგან მეშინოდა და ჯერ კიდევ მეშინია ისევ მასზე დაქორწინების, თუმცა როგორც მან თქვა სხვა ვარიანტი არ მაქვს.ეს ჩემი შვილებისთვის უნდა გავაკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაილი მათ ჩემგან წაიყვანს.

-მზად ხარ?-ფიქრებისგან გამოვერკვიე,როცა ნაილი ოთახში შემოვიდა.

-ჰო.-მოკლედ ვუპასუხე და ამოვიოხრე.

ოთახიდან ორივე გავედით,ნაილმა სცადა ხელი ჩემს ზურგზე მოეთავსებინა, თუმცა საპირისპირო მხარეს გავიწიე, რასაც მისი ამოოხრებაც მოჰყვა.ნაილის შემდეგმა მოქმედებამ შეხტომა მაიძულა.ხელი წელზე მომხვია და მასთან ახლოს მიმწია.

-ჩემგან წასვლა არ შეგიძლია საყვარელო.- ყურში ჩამჩურჩულა, ვეცადე ხვა მხარეს გავწეულიყავი, თუმცა ხელი ჩემს წელზე მჭიდროთ ჰქონდა შემოხვეული. დანებების ნიშნად ამოვიღინე და დაბლა კიბეებხე ჩავედით,შემდეგ კი ბავშვებს დავუძახე.

-ემა?ევან?უკვე წასვლის დროა.

-მოვდივართ დედიკო.-რამდენიმე წამის შემდეგ ორივემ კიბეებზე ჩამოირბინა და ჩვენთან მოვოდნენ,

-მზად ვართ.-თქვეს აღფრთოვანებულებმა.

გადავწყვიტე ბავშვებიც ჩემთან ერთად წამეყვანა,არ მჭირდება ნაილთან ერთად მარტო ვიყო, რადგან მისი ბოლოდროინდელი ქმედებები საშინლად მაშინებს.როცა ჩემთან ახლოსაა,რაღაც სითბო თავს ყოველთვის იჩენს, ჩვენს გარშემო თითქოს ჰაერი რაღაც მაგნიტური ხდება და ერთმანეთთან გვიზიდავს.ასე რომ მასთან ერთად მარტო არ წავალ.

როდესაც მანქანას მივუახლოვდით,ბავშვები უკან თავიანთ სავარძლებში ჩავსვი,მე კი ჩემი ადგილისკენ წავედი,დავჯექი და ღვედი შევიკარი.აღმოჩნდა რომ ნაილი მანქანაში არ იჯდა,მის მოსაძენბად გარშემომიმოვიხედე, აგურის კედელთან იდგა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა.ვიღაცას ყურადღებით უსმენდა,ამოიხედა და მისი თვალები ჩემსას შეხვდა, თუმცა მაშინვე გაიხედა. რამოდენიმე წამის გასვლის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დაძრა.

-ბავშვებო როგორი იყო დღეს სკოლა?-საუბარი წამოვიწყე.ევანმა ხელები მკერდზე გადააჯვარედინა, ემა კი გაწითლდა.

-რა მოხდა?-ვიკითხე მათ დაინტერესებულმა.

-ემას შეყვარებული ყავს.-თქვა გაღიზიანებულმა ევანმა, რაზეც ემა ისევ გაწითლდა.

-რა?-თქვა ამჯერად გაოცებულმა ნაილმა.

-ხო მამიკო.-ისევ თქვა ევანმა.

-არა.არა და არა.არანაირი ბიჭები სანამ ოცდაათის არ გახდები პატარა ქალბატონო.-გააფრთხილა ნაილმა, მე კი მის სულელირ პასუხზე გულიანად გავიცინე.

-ისე ლაპარაკობ თითქოს პირველ პაემანზე მიდის.-სიცილი გავაგრძელე.სამივე მათგანი გაღიმებული მიყურებდა.

-რა?-ვიკითხე,მათ კი თავები გააქნიეს.მხრები ავიჩეჩე და 'გავატარე'.რამოდენიმე წამის გასვლის შემდეგ ნაილმა ისევ დაილაპარაკა.

-კარგია შენი ღიმილის დანახვა.-თქვა და მისი ხელი ჩემს ბარძაყზე მოათავსა.მის ამ ქმედებაზე გამაკანკალა და გამაჟრიალა,რის გამოც იძულებული გავხდი სხვა მხარეს შევტრიალებულიყავი.

როგორც იქნა საქორწინო კაბების მაღაზის მივუახლოვდით, რომელსაც 'The Camille La Vie' ერქვა, მანქანიდან ყველანი გადავედით და შიგნით შევედით.ევანი მე მეჭირა,ხოლო ემა ნაილს.ემა მას რაღაცას უყვებოდა ნაილი კი გამუდმებით იღიმოდა.ემამ გარშემო მიმოიხედა და სახე გაუნათდა, როდესაც საქორწინო კაბები დაინახა.

-Wow ლამაზებია.-ტაში გახარებულმა დაუკრა.

-ვიცი.წამოდი ერთი დედაშენისთვის ავარჩიოთ,კარგი?-ნაილმა ემას და ევანს ჰკითხა, ორივე მათგანმა თავი აღფრთოვანებული დაუქნია და კაბის ძებნას შეუდგნენ.

ორი საათის შემდეგ,ნაილმა ჩემი კაბის შერჩევა დაასრულა.კაბა ლამაზი იყო და როცა ჩავიცვი ჩემს სხეულზე სრულყოფილად გამოიყურებოდა.ნაილის თვალები ჩემს სხეულზე მანამ მოგზაურობდა, სანამ გაანალიზებდა რომ საზოგადოებაში ვიყავით.
_________________

-მაურა და ბობი რა დროს მოდიან?-ვკითხე როცა მანქანაში ჩავჯექით.

-ათის ნახევრისკენ.-შემოხედვის გარეშე მიპასუხა და მეც თავი დავუქნიე.

-სტუმრები გვყავს დედიკო?-მკითხა ევანმა, უკანა სავარძლიდან.

-კი.-ვთქვი და მათ გავუღიმე.ევანს უყვარს ხალხი მის გარშემო.

-ისინი თქვენი ბებია და ბაბუა არიან.-დაამატა ნაილმა.

-მაგრამ ჩვენ უკვე გვყავს ბებია და ბაბუა.-თქვა დაბნეულმა ემამ.

-ისინი დედაშენის მშობლები არიან,ესენი კი ჩემი.-აუხსნა ნაილმა და ორივემ თავი დაუქნია.

იმ დროისთვის როცა სახლში მივედით,უკვე საღამოს ცხრა საათი იყო.ვახშმის კეთება დავიწყე და დავაიგნორე ემას,ევანისა და ნაილის თხოვნა,რომ სადმე გარეთ გავსულიყავით საჭმელად.

-სერ.-ვიღაცამ ყელი ჩაიწმინდა,ავიხედე და პოლი დავინხე.

-დედა და მამა მოდიან,ისინი აეროპორტიდან წამოიყვანე.-თქვა ნაილმა,პოლმა კი თავი დაუქნია.

-სხვა რამეს კიდევ ხომ არ დამავალებთ,სერ?-იკითხა.ნაილმა თავი გააქნია.

-კარგით სერ.-პოლმა თავი დაუქნია და სამზარეულოდან გავიდა.

მაგიდაზე კერძები დავაწე,არაფერი განსაკუთრებული არ მომიზადებია.spring rolls(არ ვიცი რა ქვია ამას😂) და ქათმის ლაზანია გავაკეთე,დესერტად კი, 'Ben and jerry'-ს შოკოლადის ნაყინი.ეს ყველაფერი საკმარისი იქნება დღევანდელი დღისთვის.

ბავშვებს საჭმელი მოვუმზადე და მალევე ჩეძინათ,ნაილმაც მათთან ერთად ჭამა,ახლა დივანზე ზის ტელეფონით ხელში და ერთდროეულად ნერვიული და იმედგაცრუებულად გამოიყურება.

-არ ივახშმებ?-მკითხა ნაილმა როცა დახლს ვწმენდდი.

-არ მშია.-ვთქვი.ვცადე მისი სიახლოვით გამოწვეული გულის ცემა დამემშვიდებინა.

-უნდა ჭამო.-მითხრა მბრძანებლური ტონით.

-ნუ მეუბნები რა გავაკეთო!.-ვუთხარი.გაიღიმა და თავი გააქნია.

მანქანის ხმა გავიგეთ და მისაღებში გავედით.წინა კარები გავაღე,ნაილიც შემომიერთდა. მაურა და ბობი მანქანიდან გადმოვიდნენ და ჩვენი მიმართულებით წამოვიდნენ. მაურამ შემნიშნა და თვალები გაუფართოვდა,შემდეგ კი ცრემლებით აევსო.ჩემი მიმართულებით ფაქტობრივად გამოიქცა და მჭიდროდ ჩამეხუტა.

-ოჰ ძვირაფო ძალიან მენატრებოდი.-ამოიტირა.

-მეც მენატრებოდი მაურა.-ვთქვი და გავაანალიზე,რომ ვტიროდი.

Continue Reading

You'll Also Like

394K 11.9K 93
Theresa Murphy, singer-songwriter and rising film star, best friends with Conan Gray and Olivia Rodrigo. Charles Leclerc, Formula 1 driver for Ferrar...
28.7K 1.4K 14
completed ✅ When jungkook uses his brother identity to fake a marriage with chaeyoung to save his company.
54.8K 2.6K 34
ელისაბედი, გოგონა რომლის უბრალო ცხოვრება ერთ დღეში იცვლება, როცა დედა ეუბნება რომ გათხოვებას აპირებს, ცნობილ ბიზნესმენ_ დენიელ ტომლინსონზე. ლონდონში...
69.6K 590 24
Eggmans newest plan is trying to awaken dark Gaia to destroy the planet but something happened to sonic. He turned into a werehog and now is with som...