His Ex Wife

By MetreveliB

83.5K 6.4K 209

რა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლ... More

პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
ეპილოგი

თავი 14

1.7K 140 4
By MetreveliB

გუშინდელი საღამო კატასტროფა იყო.მთელი ტაბლოიდებსა და გაზეთებზე მე ვიყავი გამოსახული.ჩემმა მშობლებმა ეს არც ისე კარგად მიიღეს.მამაჩემი ძალიან გაბრაზდა და მის სახლში 'სალაპარაკოდ' მისვლა მთხოვა.საღამოს მივდივარ და ვნერვიულობ.ახლა კი სამზარეულოში ვარ და ევანისთვის და ემასთვის ნამცხვარს ვაკეთთებ.

-დედიკო?-უეცრად ევანის ხმა მომესმა.

-აქეთ სამზაეულოში.-დავუძახე.სამზარეულოში შემოვიდა და მისი პატარა ხელები ფეხებზე შემომხვია,რაზეც მაშინვე გამეღიმა.

-დედიკო, დღეს ტელევიზორში გნახე.მამიკოსთან ერთად იყავი.-ღიმილი გამიქრა და უბრალოდ თავი დავუქნიე.ხელში ავიყვანე და დახლზე, ჩემთან ახლოს დავსვი.

-მამიკოსთან შეხვედრა მინდა.მომენატრა.-დაამატა და გული ლამის გამიჩერდა.

-კარგი.-ვთქვი ყოველგვარი ემოციის გარეშე.

-დაურეკე.ვახშამი ერთად გვქონდეს.-შემეხვეწა.

-არა.ი-ის დაკავებულია.-ვთქვი ანერვიულებულმა.

-გთხოვ დედიკო.მასთან ერთად ვახშამი ემასაც უნდა.-ლაპარაკი ლაპარაკი გააგრძელა.

-არა ევან.-ვუთხარი მკაცრად.

-ახლა კი წადი და ემას დაუძახე,ნამცხვარი მზადაა.-დავამატე და დახლიდან ჩამოსვლაში დავეხმარე, ამოიოხრა და სამზარეულოდან გავიდა,რამოდენიმე წამში კი ორივე უკან ერთად დაბრუნდნენ.

ნამცხვარი ნაჭრებად დავჭერი. თავიანთი წილი,ჩანგლები აიღეს და ჭამა სიჩუმეში დაიწყეს.

-როგორია?-ვკითხე.ორივემ თავი დამიქნია და ჩუმად ყოფნ გააგრძელეს.მათ ამ საქციელზე ამოვიოხრე.

-ბავშვებო მამათქვენი დაკავებულია.ამას ვერაფერს მოვუხერხებ.-ვთქვი დაქანცულმა.

-შეგვიძლია ვცადოთ მაინც.გთხოვ დაურეკე მას.-თქვა ემამ და მის ამ საქციელზე კიდევ ერთხელ ამოვიოხრე.მათთვის არას თქმა არ შემიძლია.დახლიდან ტელეფონი ავიღე და ნაილის მოცემულ ნომერზე დავრეკე.მეოთხზე ზარზე როგორც იქნა აიღო.

-მედისონ?-თქვა გაკვირვებული ხმით,მაშინვე ტელეფონი ემას მივეცი,გამომართვა და ლაპარაკი დაიწყო.

-მამიკო?კარგად ვარ...მომენატრე.-თქვა ტელეფონში,შემდეგ კი გაჩუმდა და ნაილს ყურადღებით უსმენდა რას ამბობდა,როცა წინადადება დაამთავრა გაიღიმა.რაზე ლაპარაკობს?

-გთხოვ,შეგიძლია სახლში მოხვიდე?-შეეხვეწა და როცა პასუხი მოისმინა წარბები შეკრა.

-მაგრამ-კარგი.კარგად.-ამოიოხრა და ტელეფონი მომაწოდა.

-რა მოხდა?მოვა?-აღფრთოვანებულიმა ჰკითხა ევანმა.

-არა.-თქვა ემამ აცრემლიანებულმა.

-დაკავებულია.-დაამატა დანაღვლიანებულმა.ტირილი დაიწყო, მე კი ხელები შემოვხვიე.

-შშშ პატარავ. არაუშავს. მოგვიანებით მოვა.ნუ ტირიხარ.-მისი დამშვიდება ვცადე. ნაილ ჰორან! შენი შვილი ატირე! ამის გაკეთება როგორ შეეძლო!

-რას იტყვით ბებიასთან წავიდეთ და მასთან ერთად ვითამაშოთ?-ვიკითხე.თვალები გაუნათდათ და მაშინვე თავი დამიქნიე.

-ჰოო!!-თქვეს გახარებულებმა,რაზეც ღიმილი გამიფართოვდა.

-წავიდეთ მოვემზადოთ მაშინ!-ვთქვი.სანამ მოემზადებოდნენ და ჩემი მშობლების სახლში წავიდოდით,მანამდე ნამცხვარი ბოლომდე დაამთავრეს.

***

მამაჩემს სრული სიტუაცია ავუხსენი და ძალიან გაბრაზდა, როგორც ჩვეულებრივი მამა იზამდა.შევეცადე დამემშვიდებინა, თუმცა არაფერმა იმუშავა.

-მამა გთხოვ.ამას ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ,ისევ როგროც შენ გააკეთებდი.-ვთქვი დამწუხრებულმა,ჩემს პასუხზე იმედგაცრუებულმა ამოიოხრა.

-მინდა მას დაველაპარაკო.-თქვა გაბრაზებული ტონით,

-არ ვფიქრობ,რომ მას დაარტყამ.-გავიღიმე, მან კი გაიცინა.

-უბრალოდ იმედი მაქვს გულს აღარ გატკენს, მძულს როცა დატანჯულს გხედავ.-თქვა და ხელები შემომხვია.ხელები მკერდზე დავადე და ჩავეხუტე.

-ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. კიდევ ერთხელ შენი გულ ნატკენი ნახვა არ შემიძლია.-თქვა და თავზე მაკოცა.თვალები ცრემლით ამევსო,თუმცა თავი ვაიძულე ცრემლები შემეკავებინა.

-მეც მიყვარხარ მამა.მადლობა,რომ ყოველთვის გვერდში მიდგახარ.-ის რომ არ ყოფილიყო,მე აქ არ ვიქნებოდი. მოვკვდებოდი,დეპრესიაში ვიქნებოდი ან რამე სხვა საშინელი რამ დამემართებოდა.

-მედისონ!-დედაჩემის ხმა მომესმა და მამასგან გავიწიე.მამს შევხედე წარბები დაბნეულობისგან შეკრული ჰქონდა. მისაღებში შევედით,ბავშვები ოქ არ დამხვდნენ, ხოლო დედა ტელევიზორს უყურებდა.

-რა მოხდა დედა?-ვკითხე და სავარძელზე მის გვერდით დავჯექი.ტელევიზორზე მიმანიშნა და მეც მაშინვე მისკენ შევბრუნდი.

'ნაილ ჰორანი საიდუმლო გოგონასთან ერთად გამოჩნდა!

როგორც ყველამ ვიცით,გუშინ მის ყოფილ ცოლთან მედისონ ტომლინსონთან ნიშნობა გამოაცხადა,მაგრამ ეს დიდხან არ გაგრძელებულა.საიდუმლო გოგონასთან ერთად კლუბში შენიშნეს და მათ უფრო მეტი 'შეხება' ჰქონდათ, ვიდრე უბრალოდ მეგობრებს.რა ხდება მის საცოლე, მედისონთან? მათ კიდევ ერთხელ დაასრულეს ურთიერთობა?

The CEO of The Horan. inc-ს ვერ გადაუწყვეტია ვისთან ყოფნა უნდა.ჰორანი მედისონს ხუთი წლის წინ გაეყარა და ისინი რამოდენიმე დღის წინ ისევ დაინიშნენ,მაგრამ მომდევნო დღეს ის სხვა გოგოსთან შენიშნეს!სანდო წყარომ მხოლოდ ის თქვა,რომ გოგონა სელინ ვილიამსია,ჰენრი ვილიამსის ულამაზესი ქალიშვილი.ნაილი არჩევანს გააკეთებს? გვითხარით თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე.'

-რა ჯანდაბაა?-მამამ დაიყვირა.

-ძვირფასო ეს რა არის?-დედამ მკითხა.

-რას ნიშნავს 'რა არის ეს'?-ვკითხე.ხმა ამიკანკალდა, რადგან მთელი ძალით ცრემლების შეკავებას ვცდილობდი.

-ის არასოდეს შეიცვლება, მე კი ნამდვილად არ მაინტერესებს ვისთან ერთად იქნება.-ვთქვი რაც ტყუილი არაა.

-მასზე კიდევ ერთხელ არ დაქორწინდები მედისონ.-თქვა მამამ მკაცრად, მე კი დღეს უკვე მერამდენედ დაღლილმა ამოვიოხრე.

-ვნახოთ რა მოხდება.-ვთქვი და ბავშვებს დავუძახე,ისინი კი სამზარეულოდან შოკოლადით ხელში გამოვიდნენ.

-წასვლის დროა.ბებიას და ბაბუას დაემშვიდობეთ.-ვთქვი სწრაფად, დამშვიდობების,შემდეგ მანქანაში ჩავჯექით და წავედით.მთელი გზა ჩემი გონება ფიქრებით სავსე იყო.

ამ ყველაფრით გულ ნატკენი არ ვარ.

ვიღაც სხვასთან ერთად იყო.

მატყუარა!

კარგი შეიძლება ცოტა ვარ, მაგრამ ჯანდაბა!როგორ შეეძლო?

ნაილმა თქვა 'თქვენ ყველანი ჩემთვის მნიშვნელოვანი ხართ'

ნაგავი!

ევანი და ემა ისეთი გახარებულები იყვნენ,რომ სხვა ბავშვებივით ისინიც გაატარებდნენ მამასთან დროს,თუმცა მათ მამას გონებაში სხვა რაღაც აქვს.ჩემი საწყალი შვილები!შემდეგ რაღაც გამახსენდა. სელინ ვილიამსი.ქალი წინა ღამიდან.ის ისევ მასთან ერთად არის.მაშინ ჩემთან ქორწინება ისევ ,რატომ უნდა?რატომ არ შეუძლია მარტო დამტოვოს და მის ქალთან გაერთოს?რატომ?
როცა სახლში მივედი ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი.

Continue Reading

You'll Also Like

74.4K 3.4K 34
ბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით...
6.2K 95 6
this is a story about Zack and the reader. Zack never met Rachel. This is my first so please don't judge me😟 *Edit- this story is incomplete and i...
28.3K 1.7K 24
-რა გაცინებს ? წარბი ავუწიე. -პატარავ იეჭვიანე? კითხულობს გაღიმებული. -არა იმ ბოზზე რა მაეჭვიანებდა . თავლები გადავატრიალე . ჰარი გადმოიხარა და მაკოც...
69.6K 590 24
Eggmans newest plan is trying to awaken dark Gaia to destroy the planet but something happened to sonic. He turned into a werehog and now is with som...