-დაიძინე.-ისევ ამოვიოხრე.ევანს გავხედე რომელსაც უკვე ეძინა. ოთახიდან ჩუმად გავედი და კარი მშვიდად დავხურე,შემდეგ კი ჩემი ოთახის აივანზე გავედი.

მზე ჩადიოდა და ცივმა ზამთრის ქარმა დამარტყა,რის გამოც შემცივდა.ღრმად ამოვისუნთქე.
ჩემი შვილები,ნაილი, ჩემი ოჯახი...ამაზე ფიქრმა, უეცრად დამღალა.

მახსოვს ის დღეები,როდესაც იმის გამო ვმუშაობდი,რომ ყველას ვებრალებოდი,რადგან ჩემს შვილებს მამა არ ჰყავდათ.ჩემს ირგვლივ ძალიან ფრთხილად იყვნენ,თითქოს  არ უნდოდათ ბავშვებთან მამა ეხსენებინათ ან თვითონ ნაილი,მაგრამ  ნაილი ჩემს გონებას არასოდეს ტოვებდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავედი და პატარა კაფეში დავიწყე მუშაობა,თუმცა ვერ დამეხმარა. მიუხედავად იმისა,რომ მშობლები მყავდა არ მინდოდა მათზე დამოკიდებული ვყოფილიყავი,ამიტომ  პესონალური თანაშემწე  გავხდი,
ინტერიერის დიზაინერისთვის და მას შემდეგ აქ ვმუშაობ,მაგრამ ვფიქრობ აქ ვეღარ ვუმუშავებ თუ ლონდონში გადავალ.დიახ, გადავწყვიტე,რომ უკან ლონდონში ნაილთან ერთად დავბრუნდები და მასთან და ჩემს შვილებთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ.

რაღაცას ჩემს შიგნით,თავს ისე მაგრძნობინებს თითქოს ეს დღე კარგად არ დასრულდება.
დაძაბული ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს,რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.უბრალოდ იმედი მაქვს ნაილი უსაფრთხოდ დაბრუნდება.
თუ მას რამე შეემთხვა...არა! თვალები მაგრად დავხუჭე და ფიქრები გავფანტე.

ოთახში დავბრუნდი,შემდეგ კი სააბაზანოში შევედი და თბილი შხაპის მიღება დავიწყე.შვებისგან ამოვისუნთქე.

-ნაილ ეს სანათი სად დავდო?-დავუძახე დაბლიდან.მე და ნაილი დღეს ახალ სახლში გადმოვედით და უკვე სამი საათია ნივთებს ვალაგებთ. ძალიან დავიღალე,მაგრამ ვიცი,რომ ეს უნდაა გავაკეთოთ.

ნაბიჯების ხმა გავიგე და მალევე ნაილი ჩემს წინ გამოჩნდა.სანათი ვაჩვენე,მან კი მძიმედ ამოიოხრა.
ლამპა გამომართვა და პატარა მაგიდაზე დადო დივნის გვერდზე.

His Ex WifeWhere stories live. Discover now