-თუ შეგიძლიათ თქვენი პირადობის მოწმობა მომეცით.-თქვა და 'მოფლირტავედ' გაუღიმა. ნაილს გაბრაზება დაეტყო და ვიცი,რომ გაღიზიანდა.

-მის პორტერ.-თქვა ხმამ.ისიც უკან შეტრიალდა.

-მაპატიეთ მისტერ ჰორან,ის აქ ახალია.

-სულ ერთია. ჩვენი ოთახის გასაღები მჭირდება.

-ვწუხვარ სერ.-თქვა და გასაღები გამოგვიწოდა. ნაილმა გოგოს შეხედა,რომელიც ახლა უკვე ძირს იყურებოდა და ფერკმრთალი ჩანდა.

-მოდი.-თქვა და ჩემსკენ შემობრუნდა. თავი დავუქნიე და უკან გავყევი ლიფტისკენ.ნაცნობ ატმოსფეროზე მუცელში პეპლები ამიფრიალდა.კოცნა რომელიც ადრე აქ გვქონდა საკმაოდ ვნებიანი იყო.ნაილს შევხედე ლიფტის კარებს უყურებდა,თუმცა მის სახეზე ღიმილს ვხედავ და ვიცი,რომ ისიც იგივეზე ფიქრობს. კარგი ორი წუთის შემდეგ ზევით სართულზე ავდივართ და ნაილი ჩვენი ოთახისკენ წავიდა.

-შემიძლია ერთი წლის განმავლობაში დავიძინო.- დრამატულად ამოვიოხრე. ნაილმა საწოლის მეორე მხრიდან ჩაიცინა.

უკვე ნახევარი საათია რაც აქ ვართ, სანამ ნაილი ბავშვებს საწოლში აწვენდა მე მანამდე შხაპი მივიღე,
შემდეგ კი თვითონაც მიიღო.ახლა მე,ნაილი და ბავშვები საწოლში ვწევართ,რომელიც საკმაოდ დიდია,ამიტომაც ოთხივე ვეტევით.

-კარგად ხარ რომ ყველას ერთად ერთ საწოლში ვიძინებთ? შეგვიძლია სხვადასხვა ოთახებში დავწვეთ.- თქვა ნაილმა.

-არა ყველაფერი კარგადაა.-ვეცადე ჩემს ნათქვამს სასოწარკვეთილად არ გაეჟღერა. ნაილმა ცოტა ხნით მიყურა,ბოლოს დანებდა და სასიამოვნოდ გამიღიმა. ვეცადე მეც არ გამღიმებოდა.

***

-მედისონ უნდა გაიღვიძო. ახლავე.-ვიგრძენი ვიღაც ჩემს გაღვიძებას,როგორ ცდილობდა. ამოვიოხრე და თავზე საბანი გადავიფარე.

-მიდი.დავიგვიანებთ.- საბანი ისევ დაბლა ჩამოწია. კიდევ ერთხელ ამოვიოხრე და თვალები გავახილე.

ნაილი საწოლზე ჩემს გვერდით იჯდა, უმაისუროდ იყო და თმა სველი ჰქონდა. ვიცი რომ შხაპი ახლახანს მიიღო. მძულს ამის აღიარება მაგრამ ჯანდაბა ძალიან 'ცხელად' გამოიყურება.

-ჩემი შემოწმება დაასრულე?-გამიღიმა.მე კი გავწითლდი.

-უკეთესიც მინახავს.-მისი გაღიზიანება ვცადე.სახეზე გაბრაზება დაეტყო.

-რატომ გამაღვიძე?-ვკითხე.

-მოემზადე. დავაგვიანებთ.-თქვა.მე კი წარბები შევკარი.

-დავაგვიანებთ?რისთვის?-ვკითხე.

-მოემზადები?-თვალები გადაატრიალა და ჩემოდანთან მივიდა. ამოვიოხრე და ავდექი. ტყუპებს ჯერ კიდევ ეძინათ.

-ისინი გავაღვიძო?- ვკითხე.

-კი. შხაპი მიიღე,შემდეგ კი მათ დაეხმარე.-თქვა.თავი დავუქნიე.

-ძვირფასო გაიღვიძე.-ბავშვები გავაღვიძე.

შხაპი ყველამ მივიღეთ და მოვემზადეთ.

***

-სად მივდივართ?-ვკითხე ნაილს.

-პირველ რიგში სასაუზმოდ.-თქვა ნაილმა და სასტუმროს რესტორნისკენ წავიდა.

როცა საუზმე დავამთავრეთ გარეთ გავედით სადაც შავი მანქანა გველოდა,რომელმაც გუშინ ღამით მოგვიყვანა.

-ღმერთო ჩემო! ეს მანქანა ძალიან დიდია!-დაიყვირა ევანმა და სიტყვა 'ძალიან' გაწელა.მასზე გამეცინა.გუშინ ღამით ბავშვებს ჩაეძინათ,ასე რომ მათ მანქანა არ უნახავთ.

-დიახ და ის ჩვენია.-თქვა ნაილმა და

თმა აიჩეჩა.

-მართლა?Wow!.-ევანმა და ემამ დაიყვირეს.ისევ გავიცინე. მძღოლმა კარი გაგვიღო და ყველანი ჩავსხედით. ბავშვებს ღვედი შევუკარი და მათ გვერდზე დავჯექი.

-სად მივდივართ მამიკო?-იკითხა ემამ.

-სიურპრიზია პრინცესა. ძალიან მოგეწონება.-თქვა ღიმილით.
ყველაფრის სიცილის, გაღიზიანების,ამოოხრების და ღიმილის შემდეგ მანქანა გაჩერდა და ნაილმაც დიდზე გაიღიმა.

-წამოდით. აქ ვართ.-თქვა და მანქანიდან გადავიდა,მას შემდეგ რაც მძღოლმა კარები გააიღო. ბავშვებს ღვედი მოვხსენი და ჩვენც გადავედით. მაშინვე პირი დავაღე როცა გარშემო მიმოვიხედე. მას არ... ღმერთო ჩემი!

-დისნეილენდი.-ბავშვებმა დაიყვირეს და ნაილთან ჩასახუტებლად გაიქცნენ.

His Ex Wifeحيث تعيش القصص. اكتشف الآن