-ტანსაცმელი? რატომ?-ვკითხე დაბნეულმა.

-სიურპრიზი რაღაც მიზეზის გამო ჰქვია.-თვალები გადაატრიალა,მე კი ჩავიცინე.

ლანჩი ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში ძალიან კარგად წავიდა.თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ყოველ წელს ამ დღეს მხოლოდ მე და ბავშვები ვიყავით,ჩემი მშობლების სახლში ჩემი დის ოჯახთან ერთად,ზოგჯერ ლიამიც გვიერთდებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა ამ ხალხთან ერთად ძალიან კარგია. ბავშვებიც ძალიან ბედნიერები არიან,რაც მეც ძალიან მაბედნიერებს. კარგი გრძნობაა,როდესაც ყველა უკან დაბრუნდა.

****

-კარგად ხარ?-მკითხა ნაილმა როცა ჩემოდანში ბოლო ტანსაცმელი ჩადო.

-კი კარგად ვარ.-გავუღიმე.

-ნახევარ საათში მივდივართ.-გამოაცხადა.

-სად მივდივართ?-ვკითხე თუმცა ვიცი,რომ არ მიპასუხებს.თავი გააქნია და ოთახი დატოვა.

საღამოს ექვის საათია და სახლი უკვე ყველამ დატოვა.ზეინი მის ძველ მეგობარს უნდა შეხვედროდა,თუმცა დამპირდა,რომ როცა დავბრუდებოდით შემხვდებოდა.

ბავშვები სტუმრებისგან მიღებულ საჩუქრებს ხსნიან,მე კი ტანსაცმელს ვალაგებ,როგორც ნაილმა მითხრა.

-მედი! უნდა წავიდეთ.-დამიძახა ნაილმა დაბლიდან.მის ზედმეტსახელზე გავიღიმე და ჩემი ნივთები მოვაგროვე.
-მედი.-ისევ დამიძახა.

-მოვდივარ.-ვუპასუხე და ჩანთა დაბლა წავიღე.

-როგორც იქნა.-თქვა ნაილმა,ჩანთა გამომართვა და პოლს მიაწოდა.ბავშვები უკვე მომზადებულები იყვნენ.

-მზად ვარ.-გავუღიმე და ყველა სახლიდან გავედით. კარი ჩავკეტე და გასაღები ჩანთაში ჩავდე.
ყველა მანქანაში ჩავჯექით და წავედით.

საათ ნახევრის შემდეგ პოლმა მანქანა აეროპორტთან გააჩერა და ნაილი გადავიდა. აეროპორტში რა ჯანდაბას ვაკეთებთ?პოლი ჩემს მხარეს მოვიდა და კარი გამიღო. გადავედი და ნაილისკენ შევბრუნდი.

His Ex WifeWhere stories live. Discover now