-ეს ჩვენი პირველი დაბადების დღეა შენთან ერთად მამიკო.- თქვა ემამ ღიმილით, ევანმაც თავი დაუქნია.ნაილი მათ წინ მუხლებზე დადგა.

-და იმედი მაქვს, რომ ეს თქვენი საუკეთესო დაბადების დღე იქნება.- ამბობს და მათ სიყვარულით უღიმის.

ბავშვები მაურასთან და ბობთან მივიდნენ,მათაც მიულოცეს და თავზე აკოცეს.

ნაილი ადგა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა.

-გამარჯობა.-ამოისუნთქა და გამიღიმა.

-დილა მშვიდობისა.-მეც ღიმილით მივესალმე.

-შენი მშობლები,ლუი,ლიამი და მისი შეყვარებული დავპარიჟე.ოჯახური ლანჩი გვექნება,შემდეგ კი ჩვენ სადღაც მივდივართ.-თქვა ღიმილით.

-სად მივდივართ? და ვინ ჩვენს გულისხმობ?-ვკითხე ცნობისმოყვარედ.

-სიურპრიზია. შენ,მე და ბავშვები.-მიპასუხა.წარბები შევკარი,მან კი გაიღიმა და თავი გააქნია.

-არ გეტყვი სად მივდივართ.-თქვა. ტუჩი გადმოვაგდე და ამოვიოხრე.ახლოს მოვიდა და ლოყაზე მაკოცა,რამოდენიმე წამი ასეთ მდგომარეობაში დარჩა სანამ მომშორდებოდა. ლოყებზე სიმხურვალე ვიგრძენი და ვცადე რამე მეთქვა.

-ზეინი გახსოვს?-მკითხა უეცრად.

-ვის არ ემახსოვრება. როგორაა? დიდი ხანია არ მინახავს.-ვუპასუხე.

-ისიც დავპარიჟე,ეს შენთვის მისაღებია ხომ?-მკითხა.

-რა თქმა უნდა.ზეინი შენი საუკეთესო მეგობარია,თან ნამდვილად მომენატრა. ვმეგობრობდით გახსოვს?-გავუღიმე.თავი დამიქნია. მე და ზეინი ერთმანეთთან ნამდვილად ახლოს ვიყავით,ჩემთვის ძმასავით იყო და ჩვენ ორივეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

-როგორი იყო ლუისთან ლაპარაკი?-ვკითხე სიჩუმის
შემდეგ.

გუშინ ლუიმ და ნაილმა ისაუბრეს,მანამდე კი მე ველაპარაკე და ნაილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. თავიდან გულნატკენი იყო,თუმცა როცა ყველაფერი ავუხსენი ცოტა დამშვიდდა. ლუის უნდოდა ნაილს დალაპარაკებოდა და ნაილიც რა თქმა უნდა დასთანხმდა, თავიდან შეშფოთებული ვიყავი,მაგრამ არას თქმა არ შემეძლო.

His Ex WifeWhere stories live. Discover now