-ვიცი რომ არაფერი გიქნია.-ხმადაბლა თქვა.მის ნათქვამზე წაბები შევკარი.

-სურათი რომელიც ვნახე... ყალბი იყო.

სურათი?

რა სურათი?

-სურათი რამაც მაფიქრებინა,რომ მიღალატე.-თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა.თავი არაკომფორტულად ვიგრძენი,რადგან წიგნივით 'წამიკითხა'.

-არ მაინტერესეს ნაილ.-ვთქვი და მისგან შევბრუნდი.ხელი მომკიდა,შემაბრუნა და მის მკერდს მიმანარცხა.გული ძალიან მიცემდა და ვიცი ნაილს შეუძლია ეს მის მკერდზე იგრძნოს.მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა ვცადე,მაგრამ რამდენადაც შესაძლებელი იყო უფრო ახლოს მიმწია.

-წადი ნაილ.-ვთქვი მკაცრად.

-შენს მიტოვებას კიდევ ერთხელ არ ვაპირებ.-თქვა მტკიცე ტონიტ.მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა.

-მარტო დამტოვე!-ვთქვი და მკერდზე დავარტყი,ამჯერად გამიშვა.ჩემს თავზე გავბრაზდი, როცა გამიშვა და ამის გამო იმედგაცრუება ვიგრძენი. ცოტახნით ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. მალვე მთელს სახლში მისი გაბრაზებული და მკაცრი ხმა გაისმა.

-დამივიწყე?რატომ არ დამელოდე?-მკითხა ბრაზ მორეულმა.

-არ დამვიწყებიხარ.-მოულოდნელად გავიაზრე,რომ ვტიროდი.

-ორი ბავშვი გყავს!-დამიყვირა. არაფერი მითქვამს. ცოტახნით გაჩერდა და შეცბუნებულმა შემომხედა, თითქოს რაღაცას მიხვდაო.

ოჰ არა!.

გთხოვ, ოღონდ ეგ არა.

გთხოვ!.

-ისინი...ი...სინი ჩემები არიან?-ენა დაება,მისგან ზურგით შევბრუნდი,რამაც მისი ვარაუდი დაამტკიცა.ხელი მტკივნეულად დამტაცა და შემაბრუნა.მის თვალებში სევდა, რისხვამ შეცვალა.

-თავი არ შეგიწუხებია,რომ გეთქვა, არა?მე მათი მამა ვარ!-მთელი ხმით დაიყვირა. მოგონებები გონებაში ამომიტივტივდა, რის გამოც ძალაუნებურად ცრემლები წამსკდა.

-რატომ არ მითხარი?-ხელი მისგან გამოვწიე,თვალებში შევხედე და გაცეცხლებულმა ლაპარაკი დავიწყე.

-ნება მომეცი მეთქვა?ნება მომეცი მეთქვა, ყველაზე ბედნიერი ამბავი, რომელსაც ველოდით?-ვთქვი გაღიზიანებული ტონით, არაფერი უთქვამს ჩუმად დარჩა.

-არა,ნება არ მომეცი მეთქვა. ღალატში მადანაშაულებდი,როცა ერთადერთი იყავი ვინც მღალატობდა.არ ვიცი არასწორი რა გავაკეთე.-სასოწარკვეთილი ვიყავი და მთელი გულით ვტიროდი, ის კი ისევ უბრალოდ ჩუმად იყო.

-წლების განმავლობაში ვფიქრობდი ასეთი რა გავაკეთე, ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებდი. ვცდილობდი შენი მდგომარეობაც გამეგო, თავი შენს ადგილას წარმომედგინა, ვფიქრობდი,რომ ჩემი შეცდომა იყო ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება.ისევ არ მესმის რატომ იფიქრე,რომ გღალატობდი.-ცრემლები გამუდმებით მომდიოდა. ჩემსკენ მოიწია,მაგრამ უფლება არ მივეცი შემხებოდა და  უკან დავიხიე.

-არა, ჩემგან შორს დარჩი,ისინი ჩემი შვილები არიან,თუ ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას და ჩემი ბავშვების ჩემგან წაყვანას ეცდები-

-შენგან რატომ უნდა წავიყვანო? ჩემს ცხოვრებაში ყველა მინდიხართ!-თქვა გაბრაზებულმა,მე კი მის სიტყვებზე  სიცილი დავიწყე.

-ხუთი წლით დაგაგვიანდა, ნაილ.-ძლივს წარმოვთქვი სიტყვები.

-ვიცი,ვიცი რომ დიდი დრო გავიდა!მაგრამ გთხოვ შანსი მომეცი.-თქვა და ჩემთან მოსვლა კიდევ ერთხელ სცადა.მის შესაჩერებლად ხელი ზევით ავწიე.

-არა.-ვთქვი. ეცადა ლაპარაკი დაეწყო,მაგრამ შევაწყვეტინე.

-დამტოვე.გთხოვ უბრალოდ დამტოვე, ნაილ.

-კარგი, ახლა წავალ, მაგრამ გპირდები ისევ ვილაპარაკებთ.-თქვა.მოვიდა და შუბლზე მაკოცა.რამაც მაიძულა თავი გვერდზე გამეწია.

-ყველაფერი ხარ ჩემთვის.-ეს იყო ბოლო სიტყვები,რაც თქვა.შემდეგ წავიდა.მე კი მაშინვე ცრემლები წამომივიდა.

His Ex WifeWhere stories live. Discover now