თავი 1

Beginne am Anfang
                                    

-განქორწინების საბუთები?რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ,ნაილ?-ვკითხე გაბრაზებულმა და მისი ნათქვამისგან დაბნეულმა.

-ზუსტად იცი რაზეც ვლაპარაკობ!-ჩემთან ახლოს მოიწია და სახესთან ახლოს დამიყვირა. ამის გამო ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი,ჩემთვის არასოდეს უყვირია.

-ეს როგორ გამიკეთე?თუ მასთან ყოფნა გინდოდა,რატომ არ მითხარი,რომ მარტო დამეტოვებინე? რატომ? იმიტომ რომ ჩემი ფული გინდოდა, არა? მითხარი!-დაიყვირა კიდევ ერთხელ.

-მასთან მინდა?ვისთან მინდა?.-ვთქვი ხმამაღლა.

-ლიამი,ვიცი რომ ჩემს ზურგს უკან მას ხვდები!

-რა?იცი მაინც რაზე ლაპარაკობ?-ახალა უკვე მეც დავიყვირე.

-ლიამი ჩემი საუკეთესო მეგობარია.

-პათეტიკური ხარ,იმის გამო, რომ ასე ცდილობ უდანაშაულოს როლი ითამაშო.-თქვა და თვალები აატრიალა.

-კარგად მომისმინე, არ გღალატობ, ამას არასოდეს გაგიკეთებ, შენ ან ვინმეს.კარგად იცი,რომ მიყვარხარ ნაილ.-ცრემლები ნებართვის გარეშე წამომივიდა.

-ყველაფერი ვიცი!და შენ მღალატობ!-თქვა ჯიუტად, უხეში ტონით.

-არა,არ გღალატობ!-დავიყვირე სასოწარკვეთილმა. შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რასაც არასოდეს ველოდი.ნაილმა ხელი ასწია და სახეში მძიმედ დამარტყა და რა თქმა უნდა, სახეზე წითელი ნიშანიც დამიტოვა. აწყლიანებული თვალების გამო ბუნდოვნად ვუყურებდი,ცრემლები კი მოდიოდა ისევ და ისევ, შეუჩერებლად.

შემიძლია მისი მკაცრი სიტყვები და ბრალდებები ავიტანო,მაგრამ არა ეს.დამპირდა,რომ ამას არასოდეს გააკეთებდა.ჩემს წარსულზე ყველაფერი იცის, თუმცა  ეს მაინც ჩაიდინა.ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ეს მოხდებოდა.

მისი საქციელის გამო, შოკირებული ჩანდა,მაგრამ მის თვალებში სიბრაზე მაინც ელავდა. პირი გაოგნებულმა გავაღე, ვცდილობდი რამე მეთქვა, თუმცა ხმა ვერ ვიღებდი.მისმა ამ მოქმედება უსიტყვოდ დამტოვა.

უთქმელად ჩვე-ჩემს ძველ ოთახში ავედი და კარადიდან ჩემოდნები გამოვიღე.ნივთები მოვაგროვე და ორ ჩანთაში ჩავალაგე.ძირს დავდე და ოთახში მიმოვიხედე,ოთახში სადაც ბევრი მოგონებები გვქონდა, ოთახში სადაც სიყვარულით პირვლად დავკავდით,ოთახში სადაც ჩვენს მომავალ შვილებზე ვფიქრობდით.

ხელი მუცელზე დავიდე, ჩემი პატარა.

თავი გავაქნიე,ჩემოდნები ავიღე და ოთახიდან გავედი. კიბეებთან სურათებს შევხედე,სადაც ჩვენი პირველი პაემანი სურათები,სურათი ეიფელის კოშკის წინ, ჩვენი ქორწილის სურათი,ჩვენი პირველი კოცნა, ცოლ-ქმრის მდგომარეობაში, სურათები თაფლობის თვეში და უფრო მეტი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ეკიდა.

ნაილს ხელები ქალის მხრებზე ჰქონდა შემოხვეული,ქალს კი მის წელზე.თვალებში შემომხედა და შუბლზე აკოცა. ამის დანახვაზე გული კიდევ უფრო დამემსხვრა, როცა ისე შეხედა ქალს,როგორც მე მიყურებდა ხოლმე.არაფერი მითქვამს კარისკენ წავედი,გავჩერდი და სახლს შევხედე,სადაც ცხოვრების ოთხი წელი გავატარე.როგორც კი ნაბიჯი გადავდგი ხელზე შეხება ვიგრძენი, რის გამოც იძულებული გავხდი შევბრუნებულიყავი.

ხელში ნაილი შემრჩა,მისმა შეხებამ კი როგორც ყოველთვის  'დამწვა',არ მესმის ამას როგორც აკეთებს.

მთელი ეს დრო არ ვუყვარდი?

არ მენდობოდა?

-მინდა ხვალ ჩემს ოფისში მოხვიდე.-თქვა და ხელი გამიშვა.

-განქორწინების საბუთებს ხელი უნდა მოაწერო.

-კარგი.-ყოველგვარი სიტყვის თქმის გარეშე წავედი,დავტოვე სახლიც და მისი ცხოვრებაც.

სამუდამოდ.

His Ex WifeWo Geschichten leben. Entdecke jetzt