31.

39 7 3
                                    


ჯიმინი:

სხეულისტკიოდა, იმდენად აიტანა კანკალმა, და როცა ყველაფერი მორჩა, წამითაც ვერ შეძლო თვალების დახუჭვა, მოდუნება და იმის შეგრძნება, ძველლებურად როგორ უსვამდა ჯონგუკი გრძელ თითებს შიშველ ზურგზე. თითქოს - სულ სხვა ადამიანი იყო ცოტა ხნის წინ, სხვა ჩაუსახლდა სხეულში, ერთიანად მოიცვა და ვერ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია. ვერ შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება და მასზე გამარჯვება. გაბრძოლებაც კი არ გამოუვიდა.

ნაჩქარევად წამოდგა, ისე შემოიხვია ტანზე მთელი ზეწარი, თითქოს იმ კაცისგან ცდილობდა დამალვას, წუთის წინ ვისთანაც სარეცელს იზიარებდა, შემდეგ კი იატაკზე მიმოფანტულ საკუთარ ჯინსსა და სვიტერს დაავლო ხელი და ის იყო, სააბაზანოში უნდა შესულიყო, ჯონგუკის ხმამ რომ გაყინა ადგილზე.

– აღიარე, ჯიმინ, შენც ისევე რომ გესიამოვნა მომხდარი, როგორც მე! იცოდი კიდეც, რაც მოხდებოდა, აქ რომ მოდიოდი.

- მე აქ სალაპარაკოდ მოვდიოდი! მინდოდა ამეხსნა, რომ არასწორი იყო ის, რასაც აკეთებდი.

– ჯიმინ არ გტანჯავ უბრალოდ, შენთან ყოფნა მინდა. და, შენი მოფერება, შენი სხეულის კვლავ შეგრძნება. შენს გარეშე არ შემიძლია. აღიარე, შენ არ გინდოდა? მხოლოდ ჩემი სურვილით მოხდა ყველაფერი?

- არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. მაგრამ მე რაც გავაკეთე, მაგაზე პასუხს მხოლოდ მე ვაგებ.

– არ გინდა ახლა დრამების დადგმა. გთხოვ..

– აღარ მინდა, რომ ოდესმე შეგხვდე!

- გინდა... ჩემო ცხოვრება.

- მე შენი აღარ ვარ.

– არადა, ახლა უფრო მეტად ჩემი ხარ, ვიდრე მაშინ!

- არც კი დაუშვა გაფიქრება, რომ მსგავსი ისევ განმეორდება.

– მერედა, რამდენჯერ განმეორდება, რომ იცოდე, საყვარელო... – ჩაეცინა თვითკმაყოფილს, – შენც ხომ იცი?! ჩემს გვერდით თავს ვერაფრით იკავებ. ასე იყო პირველივე წამიდან და ასეა ახლაც. არც გაბედო შეწინააღმდეგება!

- შენ არ იცი, მე რისი გადატანა მომიხდა, როცა წავედი! და არ მოგცემ უფლებას, ისევ დაბრუნდე და თავდაყირა დამიყენო ცხოვრება!

– რატომ ართულებ ყველაფერს?

- ...

-  საკუთარ თავზე გაბრაზებული, დანაშაულის ჩემზე გადმობრალებით ცდილობ სინდისის დამშვიდებას, მაგრამ სინამდვილეში. ძალიან კარგად იცი, რომ ახლაც რომ მოვინდომო, ამ წამსაც, ისევ ვერ გამიწევ წინააღმდეგობას.  რატომ მიმატოვე? – სრულიად მოულოდნელად დაუსვა ის შეკითხვა.

– ...

-  შენი გადაწყვეტილებაც ბავშვობის ტრავმას უკავშირდება?! – გული ერეოდა უკვე ამ ყველაფერზე, იმასაც კი ვერ ხვდებოდა, რატომ უსმენდა ამდენს.

– როგორი რთული და არასწორიც უნდა იყოს შენთვის, თავიდანვე იცოდი რომ ადამიანების გარდა სხვა არსებებიც არსებობდნენ. ეს ხომ იცოდი?

– კი ვიცოდი და მაინც მინდოდა შენთან ყოფნა! – შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა. ამ თემაზე საუბრით, თითქოს ხელახლა განიცდიდა იმ ტკივილს და ისევ ეხსნებოდა ჭრილობა.

– შენ კი ისე წახვედი, წამითაც არ გიკითხავს, შენს გამო რაზე ვიყავი წამსვლელი!

– ვაღიარებ შემეშინდა. შემეშინდა რომ მეც ჩემი მშობლებისავით დავამთავრებდი, არ ვარ შენნარად ძლიერი! და არც არასდროს ვიქნები! 

- ძალიან გთხოვ, არ გინდა ეს პათეტიკური საუბრები... და საერთოდ, ვერ ვხვდები, რატომ განვიხილავთ ამ თემას. ფაქტია, ორივეს რომ გვინდა ერთმანეთთან ყოფნა და რაღატომ ცდილობ იმ ბარიერების აღმართვას ჩვენ შორის, რომელიც ცოტა ხნის წინ თავადვე გაანადგურე?

– ჯონგუკ, არ გინდა.

– მართალი ხარ, ახლა არ მინდა, მადლობა რომ მოხვედი და კიდევ მადლობა რომ შენი... მოკლედ შეგიძლია წახვიდე, მაგრამ  მე კიდევ დაგიცდი.  – თავის ქნევით დაეთანხმა და ტვალეტის კარი უკან მიიხურა.

– მშვიდობით.

– ტყუილად მემშვიდობები, – დაიყვირა მეორე მხრიდან და გულწრფელად გაუცინა.

ჯიმინს უკან აღარც მოუხედავას, ახლა მხოლოდ აქაურობის დატოვება და ყველაფერზე დაფიქრება სურდა.

•°•

•°•

•°•

ხო და კიდე ჯიმინ სახლში ვიღაც გელოდება ტაფით, ფრთხილად იყავი.

დღეისთვის გვეყოს, შემდეგს ხვალ დავდებ.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Место, где живут истории. Откройте их для себя