32.

37 10 1
                                    

ჯიმინი:

სასტუმროდან გასვლისთანავე, ავტოსადგომზევე აერია გული. ვეღარაფრით შეძლო თავის შეკავება.

მანქანაში ჩამჯდარმა, ვერც ის მოახერხა, რომ გასაღები გადაეტრიალებინა და იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა. თვალწინ თითქოს ვერაფერს ხედავდა.

ვერც გზას ხედავდა, ვერც საქარე მინას, ვერც წინ გაჩერებულ მანქანებს.

ვერ ხედავდა წასასვლელს, ადგილს, სადაც აქედან დაბრუნება შეეძლო.

ხედავდა ჯონგუკის ხელებს საკუთარ სხეულზე, მის ტუჩებს საკუთარ კანზე, მის შეხებას ყველგან.

ხედავდა საკუთარ არეულ სახეს მისი ყოველი შეხებისას და ყურებს ატკივებდა საკუთარი ხმა.

სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და გრილ ნიავს შეუშვირა სახე.

კანკალს აეტანა, ისე სციოდა, მაგრამ ნერვებისგან უფრო იყო ეს ყველაფერი და ამის პარალელურად, ისე ეხუთებოდა სული, ისე უჭირდა სუნთქვა, ეგონა, ცოტაც და გაიგუდებოდა.

– დახმარება ხომ არ გჭირდებათ? –  საიდანღაც შორიდან მოესმა ფორმიანი ბიჭის ხმაც, მიუხედავად იმისა, რომ შორს კი არა, მის პირდაპირ იდგა.

– ბატონო..

– არა, გმადლობთ... – უპასუხა სწრაფად და    სირბილით მოშორდა იქაურობას. სირბილი განმუხტვისთვის შესანიშნავი გზაა. მანქანა არც კი გახსენებია. 

გონება გაურბოდა. ფიქრობდა თითოეულ ადგილზე, სადაც ისინი ერთად ატარებდნენ დროს.

მარტო დარჩენა სურდა.  ყურადღება არ მიუქცევია სად მიდიოდა. ბოლოს კი იმ პარკს ისე მიადგა სადაც ყოველდღე დადიოდა როცა დამშვიდება სურდა, რომ ვერც კი გაანალიზა.

მთვარის შუქი ანათებდა წყალს და მის გარშემო არსებული ხეები ლამაზად  აჩენდა აქაურობას. სკამზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა, ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა.  მას ცხოვრების გასული წლები გაახსენდა.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now