11.

60 12 0
                                    


ჯონგუკი:

ჯონგუკს წარმოუდგენლად ამხიარულებდა მისი ორი მეგობარი, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთურთს ლამის კლავდნენ. ახლა მხოლოდ იატაკზე იწვნენ და მძიმედ სუნთქავდნენ წყვეტილი სიცილით.

მან მაშინვე გაუწოდა ხელი ჯიმინს დახმარების ნიშნად, როცა დაინახა, რომ საბოლოოდ წამოდგომას ცდილობდა. საბედნიეროდ, ჯიმინმა არ თქვა უარი დახმარებაზე. მაშინაც კი, როცა ჯიმინი ფეხზე წამოდგა ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ, თითქოს ლითონის ჯაჭვით იყვნენ ჩაკეტილნი.

- კარგი, მადლობა მეც რომ დამეხმარე. ნამდვილად ვაფასებ. – წუწუნებდა ჰობი, როცა ტანსაცმელს ისწორებდა და არარსებულ მტვერს აშორებდა შარვალს.

- ბოდიში შემდეგ ჯერზე დაგეხმარები.

- კი აბა ზედ გადამყვები. კარგი წავიდეთ  ძალიან მშიერი ვარ.

ჯონგუკმა ჯიმინის ხელები გაათავისუფლა და ჯიბეში ჩაიდო.
გაცილებით ბნელოდა ვიდრე ამას ელოდა. მაგრამ ყველაფერს მშვენივრად ხედავდა. მისნაირი სრულყოფილი მხედველობით აღარასოდეს დაგჭირდებათ ფანარი.

მან შეამჩნია, როგორ ასწია ჰოსოკმა ხელი და მანქანა გახსნა.  მისი ჰიონი პირდაპირ წინა სავარძელზე დაჯდა.

-  ბიჭებო, შესანიშნავი ადგილი ვიცი, სადაც უნდა დავლიოთ... რას აკეთებს ორი საყვარელი გვრიტი? ჩაჯექით უკვე. – ჰოსოკმა მოუთმენლად წამოიძახა მანქანის შიგნიდან.

ისინიც სწრაფად გაიქცნენ და როდესაც რესტორანში მივიდნენ, ჯონგუკმა გაიხარა იმით, რომ ჰობიმ ისინი სეულის ყველაზე მაგარ რესტორანში მიიყვანა. იასამნისფერი საღებავები, ყვავილების დიზაინით და უზარმაზარი განათებული აკვარიუმები, შემოსასვლელის კედლებს აკრავდა და ყველა, ვინც შიგნით შედიოდა, ელეგანტურად იყო ჩაცმული. ძალიან ლამაზი იყო!

სანამ ისინი რესტორანში შევიდოდნენ ჯიმინი აწუწუნდა.

- რატო არ მითხარით რომ აქ მივდიოდით. ნორმალური ტანსაცმელი არც კი მაცვია! –
ჯონგუკიც შეწუხებული იყო ამ ფაქტით მაგრამ ჰობის სახეზე ეტყობა რომ ყველა ფეხებზე კიდია.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now