35.

103 12 5
                                    

- რა იცი რომ ვერ დააბრუნებ?

- რა?

- ჯიმინ.. შენი მშობლები არც არასდროს მომკვდარან..

სინამდვილეში:

ჯიმინმა თვალები დახუჭა. კისერთან ჯონგუკის ტუჩები იგრძნო.

- განაგრძე, — უჩურჩულა ჯონგუკმა.

- ვეღარ, — მიუგო ჯიმინმა, — დასრულდა.

- როგორ თუ დასრულდა? – ჯონგუკმა თავი ასწია. – მერე რა მოხდება? ერთად დავრჩით? თეჰიონმა გაგიგო რომ მინჰო ვამპირია? ჯიმინმა მშობლები იპოვა? კარგი დასასრული აქვს?

-  ეგ უკვე შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს მოთხრობა კი აქ სრულდება.

- ჰო, მაგრამ, ეს ხომ შენი დაწერილია? მითხარი!

- ეს ორი წლის წინ დავწერე, – მიუგო ჯიმინმა. – არ ვიცი, მაშინ რას ვფიქრობდი. განსაკუთრებით ბოლო აბზაცის წერისას. საკმაოდ სუსტი დასასრულია.

-  მე მომეწონა, – მიუგო ჯონგუკმა. –კიდევ წამიკითხე რამე. – ყურთან აკოცა. ჯიმინმა ღრმად ჩაისუნთქა.

- რა?

- რაც გინდა. ფანფიქცია.  იქამდე, სანამ კითხულობ, შეხების უფლებას მაძლევ, ამიტომ ყველაფერი მაკმაყოფილებს.

ჯონგუკი მართალი იყო. იქამდე, სანამ კითხულობდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჯონგუკი ვიღაც სხვას ეხებოდა. ჯიმინმა ტელეფონს ხელი გაუშვა,  იატაკზე დავარდა, მერე კი ჯონგუკის მკლავებშივე, მისკენ შეტრიალდა. ბიჭის ნიკაპს დახედა და თავი გააქნია.

- არა, – თქვა ჯიმინმა.  – არ მინდა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მინდა, მეც შეგეხო. – ჯონგუკმა ღრმად ამოისუნთქა, როცა ჯიმინმა ორივე ხელი მკერდზე დაადო. ბიჭს თვალები გაუფართოვდა.

- კარგი — უთხრა ჯონგუკმა. ჯიმინმა ახლა ყურადღება თითებზე გადაიტანა. ჯონგუკს პერანგის ქვეშ, მაისური ეცვა, რომლის შიგნითაც ჯიმინი მის კუნთებს გრძნობდა. მისი ხელის ქვეშ, ჯონგუკის გული ფეთქავდა. გაიფიქრა, ხელი მუშტად რომ შევკრა, მის გულს მუჭში მოვიქცევო.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now