1.

260 21 1
                                    


ჯონგუკი:

ტირილის ხმები არღვევდა ღამის მძაფრ სიჩუმეს სეულში. სისხლი სწვეთავდა ასფალტზე რომელზეც ახალგაზრდა ვამპირი ამჟამად იდგა.

წებოვანი, ცხელი, სისხლი ჩამოსდიოდა ტუჩებზე და პირის გვერდებზე. ურჩხულმა ახალგაზრდა ქალი ტანიდან მოიშორა და მიტოვებული მაღაზიის კედელთან მიიტანა, რათა სისხლით არ დაესვარა მისი ლამაზი ახალი ტანსაცმელი, რომელიც ახლახან იყიდა მსხვერპლისგან მოპარული ფულით.

სუნთქვაშეკრულმა გადაყლაპა კაშკაშა წითელი სითხე, ამავდროულად კი ახალგაზრდა ქალი ტკივილისგან ღრიალებდა. მისი ხელები სუსტად მოძრაობდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა რაიმეს ჩასჭიდებულიყო, რათა გაქცეულიყო. ზედმეტ ტკივილს გრძნობდა და მხოლოდ ტირილი შეეძლო, ვერც კი ყვიროდა, რომ ვინმესთვის დახმარება ეთხოვა. თვალებიდან ცრემლები ჩამოუვარდა და სისხლს შეერია. ჯონგუკმა ხელები ყელზე მოუჭირა და იგრძნო როგორ დაიწყო ახალგაზრდა ქალმა დანებება. იმდენი სისხლი დაკარგა უკვე, მალე მოკვდებოდა.

ჯონგუკი ვამპირი იყო და არა ჩვეულებრივი ადამიანი. თუ იგი ვინმეს თავის მსხვერპლად აირჩევდა, ეს ამ ადამიანისთვის დასასრული იქნებოდა. და აი ახლაც, ქალისთვის ეს იყო მისი ცხოვრების დასასრული.

ჯონგუკმა უფრო ძლიერად უკბინა, რომ მისგან დარჩენილი სისხლიც ამოეღო. ეს იყო მისი ყველაზე საყვარელი ნაწილი. მან დაინახა როგორ ტოვებდა სული ქალის სხეულს. ჯანგუკმა ღრმად ჩაისუნთქა, თვალწინ გადაურბინა ახალგაზრდას ცხოვრებამ და მოგონებებმა, მისმა სიკვდილმაც. მან დაინახა მისი პირველი მოგონებები დაბადების დღის წვეულებებზე, სკოლის პირველ დღეზე და პირველ სიყვარულზე. ქალის ცხოვრება არც ისე მშვენიერი იყო, მაგრამ არც ისე ცუდი ცხოვრება ჰქონია. მას ჰყავდა ბევრი მეგობარი და ჰყავდა ოჯახი, რომელსაც უყვარდა. ერთი წუთით ჯონგუკმა საკუთარ თავს უფლება მისცა თანაგრძნობა ეგრძნო გარდაცვლილი ქალის მიმართ. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ცუდი იყო, რომ ის გახდა ჯონგუკის ახალი მსხვერპლი. მაგრამ თქვენ იცით... ან სისხლი უნდა დალიო ან მარადიულად უნდა განიცადო მტკივნეული არსებობა, როგორც ვამპირმა.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now