14.

59 12 0
                                    


ჯიმინი:

- ჯონგუკ...

- ჩემი ხარ, სულ  ჩემი – წარმოთქვა ჯონგუკმა, ჯიმინს პირთან და კისერზე მოეხვია, მსუბუქად უკბინა.

- მადლობა. – ჯონგუკმა ჯიმინს ხელები ზევით-ქვევით გადაუსვა და კუნთებზე მასაჟი გაუკეთა.

- რისთვის მიხდი მადლობას, გუკი?

- მადლობა რომ მოგწონვარ.

ჯიმინი შემოტრიალდა და ჯონგუკს თვალებში შეხედა.

-მადლობა არ უნდა გადამიხადო, რომ მომეწონე. ეგ პირიქით მე უნდა ვქნა. ჩემი ბოლო შეყვარებული სრული ნაბიჭვარი იყო, რომელიც სულ  შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ სიყვარულის ღირსი არ ვარ. რომ ზედმეტად გამხდარი ვიყავი და რომ არავის ვსურდი.. გულწრფელად რომ ვთქვა, დავიჯერე მისი ნათქვამი. მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ვინმეს ოდესმე მოუნდომებდა ჩემთან ერთად ყოფნა.. მაგრამ შემდეგ მე შენ შეგხვდი და არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. –  ჯიმინმა მას შუბლზე აკოცა და თავი უკან დადო, ჯონგუკის მკერდზე. – ასე რომ... მადლობა ამისთვის, გუკი. გმადლობ, რომ თავი სასურველად მაგრძნობინე.

- რა თქმა უნდა, ჯიმინ.  არასდროს გაგრძნობინებ თავს არასასურველად... იმედი მაქვს, რომ ყოველთვის გაგაბედნიერებ... სანამ შენც ასე გინდა. –  ჩაიცინა ჯიმინმა ჯონგუკის ტკბილ სიტყვებზე.

-იცი... - განაგრძო უმცროსმა... - ჩვენ ოფიციალურად არ ვხვდებით ერთმანეთს და..  – ჯონგუკმა ჯიმინს მზერა აარიდა, ლოყებზე სიწითლე მოედო. - მაინტერესებდა... თუ... გინდა ჩემთან  ერთად პაემანზე წასვლა?

ეს საყვარელი მამაკაცი სთხოვდა მას პაემანს? ჯიმინი გიჟდებოდა. როგორ შეეძლო უარი ეთქვა ამ ბიჭზე, რომელმაც ის გააგიჟა პირველივე დღიდან?

- მეღადავები? კი! კი, რა თქმა უნდა. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შეიძლია მოვკვდე. - ენთუზიაზმით წამოიძახა ჯიმინმა. – როგორ შემეძლო შენზე უარის თქმა, სულელო? შენ სიზმარივით ხარ! ვგრძნობ, რომ მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდი!

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now