33.

39 8 0
                                    


თეჰიონი:

- ვერც კი ვხვდები, რა შეიძლება გავაკეთოთ. – ჭკუიდან გადასვლის პირას იყო თეჰიონი, იმდენად არაფრის გაკეთება შეეძლო.

– საერთოდ აღარაფერი აინტერესებს, – ამოიოხრა მინჰომაც – არასდროს მინახავს ასეთ მდგომარეობაში. იმისიც კი მეშინია, თავს რამე არ აუტეხოს.

– გეხვეწები, უფრო მეტად ნუ ამძიმებ... – თავზე შემოიჭდო ბიჭმა ხელები და ისეთი შეწუხებული სახით ახედა, გულწრფელად განიცდიდა, სრულიად უძლური რომ იყო.

- არაფერს ვამძიმებ, რეალურს ვამბობ. არაფერს ჭამს, საწოლიდან არ დგება, ორი კვირაა უკვე, სახლიდანაც მხოლოდ კაფეში გადის და გუშინ რომ მივედი, ისეთი სახით დამხვდა, ერთ ემოციასაც ვერ შეატყობდი. იჯდა უაზროდ, უემოციოდ და ნახევარსაათიანი მონოლოგის წაკითხვის შემდეგ, რომ წახვალ, სიგარეტი დამიტოვეო, მხოლოდ ის მითხრა.

- მაგ სიგარეტს გადავაყლაპებ! რა ვქნათ ასე ვისხდეთ და ვუყუროთ? მესმის, რომ დაშორდნენ, ისიც მესმის, რატომ, მაგრამ როდემდე იყოს ჯიმინი ასე? დავანებოთ მაშინ თავი და დაველოდოთ, როდის მოკვდება?!

– ნუ ამბობ მასე.. – ამოიოხრა, სხვა რომ ვეღარაფერი უპასუხა. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორ მოქცეულიყვნენ, ეს უძლურების განცდა კი ორივეზე საშინლად მოქმედებდა...

***

ჯიმინი:

ჯიმინმა დილით უგუნებოდ გაიღვიძა. გულის სიღრმეში თითქოს პატარა გველები ესხდნენ და მთავარი ორგანოს ყველაზე სათუთ ადგილას გამუდმებით კბენდნენ და ჩხვლეტდნენ.

სარკეში ჩაიხედა და მისი ანარეკლი დაათვალიერა. ეს პროცესი არც არასდროს ჰყვარებია. ჩალურჯებულმა სახემ, ჩაწითლებული თვალებმა, თვითონ ჯიმინც კი შეაშინა.

კარადიდან სპორტული შარვალი, ფეხსაცმელი გამოაწყო და უსწრაფესად ჩაიცვა. გრძნობდა რომ დღეს განსხვავებული დღე იქნებოდა. 

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now